რა თანხა დაგიჯდებათ პოპულარულ კურორტებზე დასვენება?
ფუერტევენტურა (ესპანეთი)
ტენერიფეს შემდეგ, კანარის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული, რომელიც მაროკოსგან დაახლოებით, 100 კილომეტრის მანძილზეა, რაც მის კლიმატზე, გასტრონომიასა და კულტურაზე აისახება. ფუერტევენტურაზე არ არის დიდი ქალაქები და ხმაურიანი ავტოსტრადები, ხოლო კუნძულის მთელი ინფრასტრუქტურა ოკეანის სანაპიროზეა განლაგებული. აქ მრავალფეროვანი ლანდშაფტია, ულამაზესი ზღვის სანაპირო თეთრი ქვიშით და რბილი კლიმატი.
ვიზა: შენგენი
ერთი კვირის ბიუჯეტი: €665,8
ცხოვრების ღირებულება: €479,9
ავტომობილის ქირა: €119,2
ვახშამი ოთხ ადამიანზე: €54,4
გამაგრილებელი სასმელი ორისთვის: €0,5
ლუდი ორისთვის: €1,4
1 ბოთლი რძე: €0,5
პური: €1,4
ტენერიფე (ესპანეთი)
კანარის არქიპელაგის მთავარი და ყველაზე დიდი კუნძული. ვულკანურ ტენერიფეს ”მუდმივი გაზაფხულის კუნძულსაც” უწოდებენ. ტენერიფე საჰარის უდაბნოს განედზეა განთავსებული, რის გამოც, მთელი წლის განმავლობაში 20-დან 29 გრადუსამდე სითბოა. კუნძულის შუაგულში ვულკანი ტეიდეა (ზღვის დონიდან 3718 მეტრი), რომელიც უკანასკნელად 1909 წელს ამოიფრქვა.
ვიზა: შენგენი
ერთი კვირის ბიუჯეტი: €727,1
ცხოვრების ღირებულება: €547,6
ავტომობილის ქირა: €113,3
ვახშამი ოთხ ადამიანზე: €54,3
გამაგრილებელი სასმელი ორისთვის: €0,5
ლუდი ორისთვის: €1,1
1 ბოთლი რძე: €0,5
პური: €1,1
გოა (ინდოეთი)
ინდოეთის შტატებიდან ყველაზე მცირე და ყველაზე ნაკლებად დასახლებული. პორტუგალიის ყოფილი კოლონია, ულამაზესი 110 კილომეტრზე გადაჭიმული სანაპიროთი, უამრავი ბარითა და რესტორნებით, აქტიური სოციალური ცხოვრებით გამოირჩევა. კუნძული განსაკუთრებულად გამოცოცხლებული ზამთრის სეზონზეა, როდესაც გოაზე გასათბობად უამრავი ევროპელი ტურისტი ჩადის.
ვიზა: ინდოეთის
ერთი კვირის ბიუჯეტი: €769,3
ცხოვრების ღირებულება: €447,1
ავტომობილის ქირა: €289,8
ვახშამი ოთხ ადამიანზე: €26,1
გამაგრილებელი სასმელი ორისთვის: €0,4
ლუდი ორისთვის: €0,5
1 ბოთლი რძე: €0,4
პური: €1,1
გრენადა (კანარის კურძულები)
კარიბის ზღვის პატარა, მაგრამ ამაყი კუნძული, რომელიც ჯერ კიდევ კოლუმბმა აღმოაჩინა და რომელიც ყველა ხერხებით ცდილობდა კოლონიზატორებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე პატარა და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. გრენადა ცნობილია რომის ფაბრიკებით, სანელებლების პლანტაციებით და ფერადი ბაზრობებით. გრენადის სანაპირო ზოლი მარჯნის რიფებითაა დაფარული. მშრალი სეზონი კუნძულზე იანვრიდან მაისამდე გრძელდება, ხოლო ივნისიდან ნოემბრამდე არსებობს ქარიშხლების საფრთხე.
ვიზა: უვიზოდ 3 თვე
ერთი კვირის ბიუჯეტი: €769, 4
ცხოვრების ღირებულება: €433,8
ავტომობილის ქირა: €256,6
ვახშამი ოთხ ადამიანზე: €69,4
გამაგრილებელი სასმელი ორისთვის: €0,9
ლუდი ორისთვის: €1, 2
1 ბოთლი რძე: €0, 9
პური: €1,2
შარმ-ელ-შეიხი (ეგვიპტე)
”შეიხის ყურე” წითელის ზღვის სანაპიროზე, 35 კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული და ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტად ითვლება. იგი ძალიან უყვარდა ჟან ჟაკ კუსტოს, რომელსაც არაერთხელ ჩაუყვინთავს შარმ-ელ-შეიხის წყლებში, რომლის წყალქვეშა სამყარო ფანტასტიკურად ლამაზია, რაც საკმაოდ დიდ კონტრასტს ქმნის უდაბნოს ტიპის ზედაპირთან შედარებით. დამსვენებლებს ქვიშიანი სანაპირო, ბარები, დისკოთეკები და ჩოგბურთის მოედნები ელოდებათ.
ვიზა: 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 15$
ერთი კვირის ბიუჯეტი: €771, 8
ცხოვრების ღირებულება: €511,0
ავტომობილის ქირა: €198,4
ვახშამი ოთხ ადამიანზე: €45,1
გამაგრილებელი სასმელი ორისთვის: €0,6
ლუდი ორისთვის: €0,8
1 ბოთლი რძე: €0,6
პური: €0,8