”ის იმარჯვებს, ვინც ცვლილებების თავის სასარგებლოდ მიმართვას ახერხებს”
რუპერტ მერდოკი თანამედროვეობის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენია. დამაარსებელი და მფლობელი მედიაჰოლდინგისა News Corporation. "ფორბსის" ბოლო მონაცემებით, მისი ქონება დღეს 12,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მეწარმე, მედიამაგნატი, მასმედიის, კინოკომპანიისა და გამომცემლობების მფლობელი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, რუპერტ მერდოკი 1931 წელს მელბურნში დაიბადა ავსტრალიელი ჟურნალისტის, კიტ არტურ მერდოკის ოჯახში. ელიტური ინგლისური სკოლის შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა. ბიზნესსაქმიანობა ავსტრალიაში, რამდენიმე გაზეთით დაიწყო, მერე კი დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მედიაბაზრებიც აითვისა. იქ ყიდულობდა ან ნულიდან ქმნიდა გამოცემებს, ძირითადად, ყვითელ პრესას, რომელიც საზოგადოებაში დიდი წარმატებით სარგებლობდა.
დღეს 86 წლის მერდოკი კვლავ ენერგიულად უძღვება საქმეს.
რუპერტ მერდოკის ბიზნესციტატები:
1. როცა ცდილობთ, რაღაც ახალი გააკეთოთ და ძველი დაამსხვრიოთ, მტრებს იმრავლებთ. ვამაყობ, რომ ამდენი მტერი მყავს.
2. მე ფულს არ ვაკეთებ. გახდით საუკეთესო თქვენს სფეროში - მაშინ თავად მოვა ძალაუფლებაც და ქონებაც.
3. ის იმარჯვებს, ვინც ცვლილებების თავის სასარგებლოდ მიმართვას ახერხებს.
4. იმოქმედე გლობალურად, იფიქრე ლოკალურად.
5. პირადი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას.
6. ის კომპანიები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ დიდებული წარსული დაიცავს ტექნოლოგიის ზეგავლენით ცვლილებების აუცილებლობისგან, ღრმად ცდებიან და კრახს განიცდიან.
7. სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. დიდი კომპანიები ვეღარ შეავიწროებენ წვრილ კომპანიებს. ამიერიდან სწრაფები აჯობებენ შენელებულებს.
8. ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ დეტალებს; ყოველდღიურად ვაკონტროლებ ჩემს პროდუქტს. ყოველთვის უნდა ვიყო მოვლენების საქმის კურსში.
9. რეპუტაცია 100 მილიონ დოლარზე უფრო ძვირი ღირს.
10. თქვენ ვერ ააშენებთ კარგ კომპანიას, თუ მასში დიდი დირექტორთა საბჭო იქნება. უნდა შეგეძლოთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
იხილეთ აგრეთვე: მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი 84 წლის ასაკში ქორწინდება