BMW-ს ასწლიანი ისტორია: როგორ იქმნებოდა ლეგენდა

საავიაციო ძრავის მწარმოებლიდან ავტომშენებლობის მსოფლიო ლიდერამდე: როგორ მიაღწია წარმატებას ცნობილმა გერმანულმა ავტოკონცერნმა BMW-მ.

1. BMW-ს დაარსების ოფიციალური თარიღი - 1916 წლის 7 მარტია. ამ დღეს გერმანელმა გუსტავ ოტომ საავიაციო ქარხანა "Bayerische Flugzeugwerke" დაარეგისტრირა, რომელსაც მოგვიანებით "ბავარიის მოტოსაშმენებლო ქარხანა" (Bayerische Motorenwerke) ან შემოკლებით BMW დაარქვა. ქარხნის ემბლემისთვის შეარჩიეს თეთრი და ცისფერი - ბავარიული დროშის ფერები.

2. ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, მსოფლიო ომში დამარცხებულ გერმანიას არ ჰქონდა უფლება ეწარმოებინა საავიაციო ძრავები - BMW-ს პროდუქციის ერთადერთი სახეობა. ფირმის გადარჩენა მთავარმა ინჟინერმა მაქს ფრიცმა შეძლო - ხუთ კვირაში მან შექმნა პირველი მოტოციკლი ძრავის ახალი კონცეფციით - ლეგენდარული R32, რომელიც 1923 წლიდან სერიულ წარმოებაში გაუშვეს.

3. 1928 წელს BMW-მ გერმანიის თიურინგიის მხარეში საავტომობილო ქარხანა შეიძინა და მოიპოვა DIXI-ს სახელით ცნობილი ავტომობილის წარმოების ლიცენზია, ხოლო პირველი ავტომობილი 1932 წელს გამუშვა, რომელსაც BMW-ს ყველა მოდელისთვის დამახასიათებელი რადიატორის ბადე ჰქონდა. იგი ორი მომრგვალო სიმეტრიული ნაწილისგან შედგებოდა.

4. მესამე რეიხში BMW-ს ავტომობილები ძირითადად, სამხედრო თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი ძრავით იყო აღჭურვილი. ფირმის შემოსავალი 1933 წელს 32 მილიონ რეიხსმარკას შეადგენდა, 1944 წელს კი - 750 მილიონს. BMW-ს ქარხნებზე მომუშავე 56 000 მუშასგან თითქმის ყოველი მეორე საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარი ან გერმანიაში იძულებითი შრომისთვის გადასახლებული პირი იყო. აღსანიშნავია რომ ომის შემდგომ პერიოდში, BMW-მ ყველა დაზალებულს კომპენსაცია გადაუხადა.

5. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ BMW-მ დაკარგა თითქმის ყველა ქარხანა თიურინგიაში, რადგან ეს ტერიტორია საბჭოთა ოკუპაციის ზონაში, შემდეგ კი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ავტოკონცერნმა წარმოება გადაიტანა მიუნხენში - ქარხნებში, რომელიც დაბომბვის დროს მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. თუმცა უკვე 1952 წელს BMW-მ მიაღწია იმდენს, რომ ახალი მოდელი - სერია 501 გაუშვა სერიულ წარმოებაში. სედანმა მიიღო სახელწოდება "ბაროკოს ანგელოზი".

6. BMW-ს სერია 501/502 ბრწყინვალე დიზაინით და კომფორტული კონსტრუქციით გამოირჩეოდა, მაგრამ კომერციულად მომგებიანი არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, "ბაროკოს ანგელოზების" წარმოებამ კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა. BMW ახალი მოდელების წარმოებაზე დაფიქრდა.

განაგრძეთ კითხვა