უსადენო ნათურა, რომელიც 11 წელი მოგემსახურებათ

წარმოგიდგენთ ინოვაციურ ნათურას, სახელად FLYTE. ეს არის ლევიტაციური მსუბუქი ნათურა და გამოირჩევა სხვა სანათებისგან იმით, რომ მას ჰაერში შეუძლია გაჩერება და ფარფატი. FLYTE შექმნილია ორი ტექნოლოგიის - მაგნიტური ლევიტაციისა და ინდუქციის შეჯერების შედეგად. რაც მთავარია, ის არ საჭიროებს არანაირ ელემენტს და უკაბელოდ, ინდუქციის საშუალებით პირდაპირ ჰაერში ანათებს. მას გააჩნია დახვეწილი დიზაინი, მისი ფუძე მდგრადი მუხისა და კაკლის მასალისგან არის დამზადებული. ის შედგება ენერგოეფექტური დიოდისგან LED, რომელიც 50,000 საათს ძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 11 წლის განმავლობაში ყოველდღე, 12 საათი შეუძლია მუშაობა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე