Google-ის კონკურსში Tango Project App Incubator თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა.
"თავისუფალი უნივერსიტეტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "გუგლი" ლენოვოსთან ერთად, ახალი ტაბლეტის შემქნაზე მუშაობს, რომელსაც დამატებითი სენსორების ხარჯზე შესაძლებლობა ექნება უკეთ აღიქვას სამყარო მის გარშემო.
ტაბლეტი ზაფხულში გამოვა გაყიდვაში.
"რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა კონკურსი - მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ აპლიკაციისთვის ისეთი იდეები, რომლებიც ახალი პლანშეტის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებმა და ლექტორებმა გააგზავნეს დამუშავებული იდეა და გაიმარჯვეს, რის შედეგადაც შეიქნმა ახალი სტარტაპი Wally, რომლის ოპერირების ხარჯებსაც გუგლი დაფარავს. ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც გუგლი ქართულ სტარტაპს აფინანსებს", - ნათქვამია "თავისუფალი უნივერსიტეტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.
იდეის ავტორები Augmented Reality სოციალური აპლიკაციის გაკეთებას გეგმავენ. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეეძლება ვირტუალური კონტენტი განათავსოს რეალურ სამყაროში და გაუზიაროს მეგობრებს.
მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ რეალურ მაცივარზე მიკრული ვირტუალური შეტყობინება - "იყიდება ყველაფერი სინდისის გარდა", ან გარე კედლებზე გაკრული ვირტუალური მესიჯები "ცოდნა, შრომა, თავისუფლება", "ვწეროთ ქართულად", "სწავლა და ბრძოლა", ვირტუალური სურათები ოთახის კედლებზე, ვირტუალური გრაფიტი ქალაქის ქუჩებში, ვირტუალური გიდი მუზეუმებში და ბევრი სხვა რამ.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე