ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, არ არის გამორიცხული მომავალში გამყიდველები და მოლარეები სკანერებმა და კომპიუტერებმა შეცვალოს.
გერმანელმა მკვლევარებმა მომავლის საბითუმო ვაჭრობის საკუთარი ხედვა წარაადგინეს.
მომავლის სუპერმარკეტში მყიდველი ხელს იწვდის თაროსკენ, სადაც მაკარონების შეკვრა დევს. იმავე მომენტში, გვერდით ეკრანზე ჩნდება შესაბამისი კულინარული რეცეპტი. მისგან ერთი მეტრის სიშორეში მწვანე შუქი ციმციმებს - თაროზე კი ამ კერძის შესაფერისი წითელი ღვინის პოვნა შეიძლება. სალაროსთან მოლარე არ იმყოფება: ყველა პროდუქტს კალათში კომპიუტერი დამოუკიდებლად ასკანირებს. მომხმარებელი თანხას მანქანის ელექტრო გასაღების მეშვეობით იხიდს, რომელიც მიერთებულია კლიენტის საკრედიტო ბარათზე. ”დიდი მადლობა შენაძენისთვის, მოხარული ვიქნებით თქვენი მომდევნო სტუმრობით!” - გეუბნებათ სუპერმარკეტის გასასვლელში სინთეზირებული ხმა.
სამეცნიერო ფანტასტიკა? - არა, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ ასე იქნება მოწყობილი პროდუქტების ჩვეულებრივი მაღაზიები, ამტკიცებენ ხელოვნური ინტელექტის გერმანული კვლევით ცენტრის მეცნიერები. ქალაქ სანკტ-ვენდელეში, საარის ფედერალურ მიწაზე, მათ შექმნეს მომავლის მაღაზიის მოდელი, რომელსაც Retail Lab-ს უწოდებენ.
მომავალი ონლაინ-ვაჭრობას ეკუთვნის
სავაჭრო დარგის წარმომადგენლებთან ერთად მეცნიერები ცდილობენ წარმოიდგინონ, რა სახით შეიძლება გადარჩნენ ბაზრები და სუპერმარკეტები ინტერნეტის ეპოქაში. ”ბიზნესი უნდა მომდინარეობდეს იქედან, რომ მომხმარებლები ცდილობენ მეტი ინფორმაციის მიღებას. მათ შესაბამისი გამჭვირვალობა სურთ, მრავალფეროვანი სერვისი, რომელსაც ონლაი-მაღაზიებში არიან მიჩვეული”, - ამბობს მკვლევარი გერიტ კალი.
”ოფლაინ-ვაჭრობა” ვალდებულია, მეტად სწრაფი და ინფორმატიული გახდეს. მაგალითისთვის, ამ მიზნისთვის შესაძლებელია ე.წ. თეგების გამოყენება პროდუქტებზე. ეს ელექტრონული ეტიკეტები გადასცემენ საწყობში შეტყობინებას, დახლებზე ამა თუ იმ პროდუქტის ნაკლებობის შესახებ. ამასთან, მომხმარებლის წინაშე გამოჩნდება ინფორმაცია საჭირო პროდუქტის მდებარეობის შესახებ. კლიენტი მყისიერად შეიტყობს ყველა საჭირო დეტალისა და. რა თქმა უნდა, ფასის შესახებ.
კლიენტზე ორიენტაცია
„ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა კლიენტებისთვის მეტი მოხერხებულობის შესაქმნელად“, - დასძენს კალი. მისი თქმით, როდესაც კლიენტი მაღაზიაში საყიდლებზე მობილური ტელეფონით შევა, სმარტფონი საჭირო პროდუქტების სიას უჩვენებს, ხოლო როცა ამ პროდუქტების სიახლოვეს აღმოჩნდება, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს მათზე დაწყებული შემადგენლობიდან, დამთავრებული - ფასდაკლებებით. კლიენტებზე ორიენტაცია - მომავლის საკვანძო პრინციპი გახლავთ.
თუმცა ვიდრე კლიენტი საჭირო ინფორმაციაზე წვდომას მიიღებს, პერსონალური მონაცემები უნდა დააფიქსიროს. მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს ელექტრონული კალათის მეშვეობით, რისი წყალობითაც ის ავტომატურად ატვირთავს მომხმარებლის შესაბამის პროფილს. პაროლის ნაცვლად გამოყენებული იქნება თითის ანაბეჭდი.
გეტირ კალი არ დავობს მსგავსი მიდგომის კრიტიკოსებთან: ”რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს შესაძლოა, ნეგატიურად აღიქვან, მაგრამ მომხმარებელს აქვს არჩევანის უფლება - გახსნას თუ არა პერსონალური მონაცემები სასარგებლო ინფორმაციის სანაცვლოდ საქონლისა და ფასების შესახებ. თუ მსგავსი მსხვერპლის გაღებისთვის მზად არ არის - ინფორმაციის წვდომას ვერ მიიღებს”.
დუდანა ზაქარაია