გსურთ გახდეთ მილიარდერი? მაშინ გადაჭერით ამ 10 პრობლემიდან ერთ-ერთი

დღემდე არსებობს რიგი გადაუჭრელი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მილიარდერად გაქცევთ.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ადამიანების უმრავლესობისთვის, ცხოვრება ადრინდელთან შედარებით უფრო კომფორტული გახდა. თუმცა, დღემდე არსებობს რიგი გადაუჭრელი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მილიარდერად გაქცევთ. წარმოგიდგენთ ამ საკითხების ჩამონათვალს.

1. უსადენო ელექტროობა

წლიდან წლამდე თანამედროვე გაჯეტები სულ უფრო თხელი, მათი ეკრანი ნათელი და მკვეთრი, ხოლო პროცესორი უფრო ძლიერი ხდება. ამავე დროს, გაჯეტის მუშაობის დრო კარდინალურად არ იცვლება. თანამედროვე აკუმულატორის ზომები კი მოწყობილობის გაბარიტებსა და ფორმას განსაზღვრავს. ის, ვინც უსადენო ელექტროობას შექმნის, მილიარდებსაც იშოვის.

გასული წლის გაზაფხულზე, ცნობილი გახდა Amazon-ის ხელმძღვანელის, ჯეფ ბეზოსის საინტერესო პატენტის შესახებ. ბეზოსმა წარმოადგინა პლანშეტის იდეა, რომელსაც არ აქვს ბატარეა და მეხსიერების ბარათი - იდეის მიხედვით, გაჯეტს ყველა მონაცემი და ელექტროენერგია საბაზისო სადგურების ქსელიდან გადაეცემა. თუკი ეს განხორციელდება, გაჯეტები არა მხოლოდ კარდინალურად გაიაფდება, არამედ მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შესაძლებელი გახდება. იდეის პრაქტიკაში რეალიზებაზე ვაშინგტონის შტატის ინჟინრები მუშაობენ.

bpn

2. ინტერნეტი მთელ მსოფლიოში

ჩვენს პლანეტაზე ინტერნეტის გარეშე 4.5 მილიარდი ადამიანია. მათი უმეტესობა მსოფლიოს ე.წ. მესამე  ქვეყნებიდანაა. MWC 2014-ის გამოფენაზე ”ფეისბუქის” დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, ყველა ადამიანისთვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, მომავალი ათწლეულის განმავლობაში ტექნოლოგიური საზოგადოების მთავარ ამოცანად დაასახელა. თუმცა, ამ პრობლემის გადასაჭრელად მოძიებულ გზებში Facebook-ი არ ლიდერობს. ლიდერის პოზიცია Google-ს უჭირავს. როგორც ცნობილია, Google-მა ცოტა ხნის წინ საჰაერო ბუშტების საშუალებით ინტერნეტის გავრცელების კონცეფცია წარმოადგინა.

bpn

3. სუფთა ქვანახშირი

თანამედროვეობაში მიღებულია მოსაზრება, რომ მომავალი განახლებადი ენერგიის წყაროს დავუკავშიროთ: უკვე ახლა, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ქმნიან დატა-ცენტრებს, რომლებიც მხოლოდ ქარისა და მზის გენერატორებს იყენებენ. ხოლო Google 1 მლრდ დოლარზე მეტ ინვესტიციას დებს ნოვატორულ ენერგეტიკულ "სტარტაპებში".

თუმცა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, მომავლის მთავარი საწვავი ქვანახშირი იქნება - უკვე ახლა მასზე პლანეტის ელექტროგენერაციის 40%-ზე მეტი მოდის, ხოლო 2035 წლისთვის ეს მაჩვენებელი 48%-მდე გაიზრდება.

კაცობრიობას მოუწევს აირჩიოს - გააგრძელოს ცხოვრება ისეთ ატმოსფეროში, სადაც ნახშირბადის აირის გამოყოფა გრძელდება და სადაც ატმოსფერო ქვანახშირის მტვრითაა გაჟღენთილი, თუ ფსონი დადოს ტექნოლოგიის შემუშავებაზე, რათა მოხდეს გამოყოფილი ნახშირორჟანგის ”დაჭერა” და მიწის ქვეშ მისი ”დაკონსერვება”.

bpn

4. იაფი მზის ენერგია

არსებობს ორი ხერხი, რომ მზის ენერგიის გაიაფება მოხდეს. პირველი - გამოვიყენოთ იაფი (და ამის გამო ნაკლებ ეფექტური) ფოტოელექტრული ელემენტები. მეორე - ვიპოვოთ ახალი მასალა, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი და ამავდროულად ისეთი ფუნქციის მქონე, რომელიც რადიკალურად გაზრდის მზის ბატარეების სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტს. ასეთი მოიძებნა - მინერალი სახელწოდებით პეროვსკიტი. ეს მინერალი პირველად მზის ბატარეებში ექსპერიმენტულად 2009 წელს გამოიყენეს და უკვე გასულ წელს, სიახლის სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი 16%-მდე გაიზარდა. უახლოეს დროში მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი 50%-მდე აიწევს. ჩვეულებრივ, პეროვსკიტი იაფია, გამოყენების დროს მოსახერხებელი და საშუალებას იძლევა, მზის ენერგია 75%-ით გაიაფდეს. ჟურნალმა Science ამ მინერალს 2013 წლის ერთ-ერთი გარღვევა უწოდა.

5. წყლის გამტკნარება

სასმელი წყლის პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი პლანეტისთვის, მაგრამ მისი გადაწყვეტა შესაძლებელია ზღვის წყლის გამტკნარებით. თავსატეხი ისაა, რომ სადგურები, რომლებიც წყლის გაუმარილოებაზე (გამტკნარებაზე) მუშაობენ, იყენებენ ისეთ მეთოდს, რომელიც ძვირადღირებული და არასაკმარისად ეფექტურია - შედეგად მათ მიერ ოკეანიდან აღებული წყლის ნახევარი უკან ბრუნდება. თუმცა, კალიფორნიულმა ”სტარტაპმა” WaterFX შეძლო პროცესის სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი 93%-მდე გაეზარდა. ამასთან, ისე, რომ ელექტროენერგია 5-ჯერ შეამცირა.

6. ხელოვნური ხორცი

”ხორცისადმი თქვენი სიყვარული პლანეტას კლავს, მაგრამ ჩვენ ვიცით ეს როგორ შევაჩეროთ”, - ასეთი ხმამაღალი და ეფექტური სათაური ჰქონდა ჩანახატს, რომელიც გასული წლის აგვისტოში გავრცელდა. ამ მოვლენამდე ერთი კვირით ადრე კი, ორმა მოხალისემ გასინჯა პირველი ხელოვნური ბურგერი, რომელიც ლაბორატორიულ პირობებში ინდუცირებული ღეროვანი უჯრედების საფუძველზე იყო დამზადებული. საკვები მაგარი და უმარილო აღმოჩნდა - ეს ექსპერიმენტი კი Google-ს თანადამფუძნებელს, სერგეი ბრინს 400 000 $ დაუჯდა. თუმცა, თუკი ამ პროექტის დაფინანსება გაგრძელდება, დიდი ალბათობით, ხელოვნური ხორცი მეტად გემრიელი და იაფი გახდება.

7. გასახდომი აბები

თუკი წყლისა და სურსათის პრობლემა ერთ-ერთი მთავარია განვითარებადი ქვეყნებისთვის, სიმსუქნე განვითარებული ქვეყნების პრობლემაა. ის, ვინც გამოიგონებს ისეთ აბებს, რომელიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ადამიანს წონაში დააკლებინებს, ყველა რეკორდს მოხსნის.

ამ მიმართულებით პირელი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ჯერ კიდევ 2012 წელს კალიფორნიის შტატის მკვლევარებმა საცდელი თაგვების თავის ტვინში აღმოაჩინეს ენდოკანაბინოიდი (Endocannabinoid system), რომელიც მათ ჰიპერმეტაბოლიზმის მდგომარეობაში აყენებდა. ვირთხები ადვილად წვავდნენ კალორიებს. ამასთან, ექსპერიმენტისას მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს გულის დაავადებების და დიაბეტის განვითარების რისკის ზრდა.

8. გენომის რედაქტირება

გენომის რედაქტირება მედიცინის მომავალია. CRISPR-ის ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გენეტიკოსების მთავარი ”გასართობია”, შესაძლებელია ორგანიზმის ფუნქციების "მონტაჟი" - ორგანიზმიდან კონკრეტული გენის ამოღება. მომავალში ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ გენომის დეფექტური გენები და ამით დავამარცხოთ მაგალითად კიბო, ან პირიქით, "ჩავუშვათ" ისეთი გენი, რომელიც არ მუშაობს და გადავჭრათ მაგალითად დიაბეტის პრობლემა.

bpn

9. სადიაგნოსტიკო დანადგარი

მონაცემთა დიდი ბაზის გამოყენებამ და ხელოვნური ინტელექტის დარგის (Machine Learning) განვითარებამ, შესაძლოა, ბევრ ტრადიციულ დარგში გადატრიალება მოახდინოს, მაგრამ ეს ეფექტი სამედიცინო სფეროში შესაძლოა, განსაკუთრებული იყოს.

შესაძლოა, ახლო მომავალში დიაგნოზი არა ექიმმა არამედ სპეციალურმა დანადგარმა დასვას. მაგალითად IBM გეგმავს სუპერკომპიუტერი Watson-ი სამედიცინო სფეროში გამოიყენოს. Watson-ის "ვარჯიში" 2011 წლიდან დაიწყო - ამჟამად მანქანას თავის განკარგულებაში აქვს სამედიცინო მონაცემები მთელი მსოფლიოდან.

ერთის მხრივ, Watson-ი ზუსტია (და წლიდან წლამდე კიდევ უკეთესი გახდება), ხოლო მისი პასუხები არ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე - სიმპტომების ყოველი ნაკრებისთვის ის ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს. მეორეს მხრივ, მიუხედავად სუპერკომპიუტერის სწავლის მაღალი საფასურისა, სამომავლოდ ის შეძლებს მსოფლიოს მასშტაბით მოახდინოს დაავადების დიაგნოსტიკა დაბალ ფასში. ამ მომენტისთვის IBM -ის ინჟინრები დიდ ყურადღებას აქცევენ კიბოს დიაგნოსტიკის პრობლემას.

10. თასმები, რომელიც თავისით იკვრება

მაგნიტური ელვა-შესაკრავის შექმნის შემდეგ პრობლემად თასმები რჩება. სპორტული ფეხსაცმლების მწარმოებლები უკვე მუშაობენ ამ პრობლემის გადასაჭრელად.