2017 წელს მსოფლიოში ონლაინ ვიდეორეკლამაზე დანახარჯები 237%-ით გაიზრდება
2017 წელს მსოფლიოში ონლაინ ვიდეორეკლამაზე დანახარჯები 237%-ით გაიზრდება
23 აგვისტო / 2017
ყოველდღიურად ადამიანები საკმაოდ დიდ დროს უთმობენ ვიდეოს ნახვას.
მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია ვიდეოს ნომერ პირველ წყაროდ რჩება, სულ უფრო მატულობს ონლაინ ვიდეოს მნახველთა რაოდენობა,
„ბლუმბერგის“ მონაცემებით, ონლაინ ვიდეო ყოველწლიურად 50%-ით იზრდება. ანალიტიკოსთა პროგნოზით კი, 2017 წელს ვიდეოს გლობალური მოხმარების
You must have Flash Player installed in order to see this player.
სამომხმარებლო ინტერნეტ-ტრაფიკის 70%-ს მიაღწევს. მათივე თქმით, საკმაოდ სწრაფად იზრდება ონლაინ ვიდეო რეკლამის სეგმენტიც.

„ბლუმბერგის“ კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს აშშ-ში ონლაინ ვიდეორეკლამაზე დანახარჯები 2013 წელთან შედარებით 222%-ით გაიზრდება და 9,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, ჩინეთში ზრდა 219% იქნება - 895 მილიონი დოლარი, დიდი ბრიტანეთში - 251% - 685 მილიონი დოლარი, ავსტრალიაში კი 413% - 553 მილიონი დოლარი. საერთო ჯამში, „ბლუმბერგის“ ანალიტიკოსთან მონაცემებით, მსოფლიოში წელს, 2013 წელთან შედარებით ონლაინ ვიდეორეკლამაზე დანახარჯები 237%-ით გაიზრდება და 12,1 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ამავე კვლევით, რეკლამისდამკვეთთა 75% მიიჩნევს, რომ ონლაინ ინტერნეტში ვიდეორეკლამა ისეთივე ეფექტურია, როგორც სატელევიზიო რეკლამა, ან სულაც უკეთესი. კვლევაში მონაწილთა 90%-ის მოსაზრებით კი, ციფრულ ვიდეორეკლამას ისეთივე დიდი გამოხმაურება აქვს, როგორც დისპლეი რეკლამას.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ონლაინ ვიდეორეკლამის ბაზრის ძირითადი დამკვეთები ავტომობილების სფეროს წარმომადგენლები არიან 19%, მათ მოსდევს რითეილის სფერო - 18%, ტექნოლოგიები - 17% და სამომხმარებლო საქონლის მწარმოებლები - 14%.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
კომპანია Young & Rubicam-მა 2012 წელს LG-ისთვის ორიგინალური და განსხვავებული რეკლამა შექმნა.
სრულად
21.09.2017
მსოფლიოში ბევრი რეკლამისდამკვეთი ერთხმად თანხმდება, რომ 30-წამიანი რეკლამა ნაკლებად ეფექტურია.
სრულად
21.09.2017
კომპანია Squarespace-ის სარეკლამო რგოლმა, რომელიც მიმდინარე წლის Super Bowl-ის დროს გავიდა, „ემის“ დაჯილდოებაზე The Creative Arts Emmy Awards მიიღო.
სრულად
20.09.2017
აშშ-ის პირველი ლედი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მდებარე ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლას რეკლამაში მისი ფოტოს გამოყენებისთვის უჩივის.
სრულად
15.09.2017
სარეკლამო სააგენტო ODW Reigie-ის ინიციატივით, საფრანგეთის თეატრები სპექტაკლის დაწყების წინ რეკლამებს გაუშვებენ.
სრულად
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708