ყოველწლიურად პარლამენტის ყოფილი წევრების კომპენსაციისათვის 4 მილიონ ლარზე მეტი გაიცემა
ყოველწლიურად პარლამენტის ყოფილი წევრების კომპენსაციისათვის 4 მილიონ ლარზე მეტი გაიცემა
27 თებერვალი / 2016
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატების მიერ სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის საკითხს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, კანონის მიხედვით, პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედი, რაც შესაბამისად, ყოველთვიურად ხელზე 560 ლარს შეადგენს.
IDFI-ს კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად მიმართა უზენაესი საბჭოს 171-მა წევრმა, 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის 138-მა წევრმა, 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტის 177-მა წევრმა, 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის 164-მა წევრმა, 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის 139-მა წევრმა და 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის 53-მა წევრმა.
"1990-2016 წლებში ყოფილ პარლამენტის წევრებზე გაცემული პენსიის ჯამური ოდენობის მოთხოვნის პასუხად, პარლამენტის აპარატმა ინსტიტუტს განუმარტა, რომ პარლამენტის ყოფილი წევრისთვის სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნას ახორციელებს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო და შესაბამისად აღნიშნული მონაცემები მათ არ გააჩნდათ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს პარლამენტის წევრებზე გაცემული პენსიების შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად განთავსებული აქვს 2008 წლის ივნისიდან დღემდე. როგორც ირკვევა, 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ყოველთვიური სტიპენდია გაიცემოდა 633 საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრზე, 2009 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 639 წევრზე, 2010 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 632 წევრზე, 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 641 წევრზე, 2012 წლის დეკემბრის მდგომაროებით - 643 წევრზე, 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 668 წევრზე, 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 668 წევრზე, 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 665 წევრზე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 2008 წლის ივნისიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებზე სახელმწიფო კომპენსაციისთვის საჭირო თანხამ სულ შეადგინა 32 695 081 ლარი. ყოველწლიურად პარალმენტის ყოფილი წევრების კომპენსაციისათვის განსაზღვრულია დაახლოებით 4 მილიონ ნახევარი ლარი", - ნათქვამია ინსტიტუტის კვლევაში.
იხილეთ კვლევა სრულად
კომენტარები (4)
03.03.2016
aba
არც ერთ დეპუტატს საპენსიო ასაკამდე არ უნდა მიეცეთ პენსია.ისე გამოდის,რომ პარტია,დეპუტატი და მაჟორიტარი დეპუტატი ,რომლებმაც არ გაამართლეს და ხმა არ მისცა ხალხმა,ვერ მოხვდნენ პარლამენტში სიცოცხლის ბოლომდე ხალხის,ბიუჯეტის კისერზე უნდა იყვნენ?ასე რამდენი მოწვევის პარლამენტი იქნება და რამდენი გარეთდარჩენილი პარლამენტარი,ხომ გაიზრდება ბიუჯეტის გასავალი?ამ დროს გაჭირვების გამო ახალგაზრდები ოჯახებს ვერ ქმნიან,ვინც შექმნა ერთი შვილს ყოლიობს და გაზრდა უჭირთ,დოვლათის შემქნელი ხალხი მიზერულ(საარსებო მინიმუმი) პენსიაზე და ამ დროს საპენსიო ასაკს მიუღწეველ ყოფილ პარლამენტარს ამხელა თანხა უხადო თვეში ?მხოლოდ და მხოლოდ საპენსიო ასაკში უნდა დაენიშნოთ პენსია .
28.02.2016
პენსიონერი ემიგრანტი
ღორები.თქლიფეთ.გაგისკდეთ ეგ გაუაძღარი თაები
მსგავსი სიახლეები
პარლამენტს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის გაგრძელება “საბიუჯეტო კოდექსით“ და რეგლამენტით დადგენილი წესებისთვის გვერდის ავლით მოუწევს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით
პარლამენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურები დაამტკიცა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის აზრით, ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს.
ქვეყნის მოსახლეობისა და კომპანიების უდიდესი ნაწილი ბანკების ტყვეობაშია და ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფებიან, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა გია მიქელაძემ გააკეთა.
ბანკების სახით სახელმწიფო სახელმწიფოში მივიღეთ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
,,სილიკონ ველი თბილისის'' პირველი სტარტაპის ,,ელექტრონული კვლევის 24/7'' მოდელის ფარგლებში კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. ამჯერად, კვლევის თემატიკა ეხებოდა რადიოსადგურების რეიტინგებს.
მე-9 მოწვევის პარლამენტი საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე მუშაობას განაახლებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ყველა ბიზნესი დღეს ბანკის კონკურენტია.
დღეს ბიზნესს მხოლოდ ბანკების ეშინია, - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შეხვედრისას გააკეთა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.11.2016
ლარის სტაბილურობისათვის მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივ ”ლარიზაციის გეგმასთან” დაკავშირებულ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
სრულად
29.11.2016
„ტრამპი, ნატო და ევროპული თავდაცვითი ხარჯები“, - ამ სათაურით აქვეყნებს ევროპული ანალიტიკური პორტალი Bruegel ჯასტინ ფელიუს სტატიას.
სრულად
21.11.2016
ხუთ წელზე მეტია თბილისთან ახლოს მდებარე სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობა ფანჯრებს ვერ აღებს.
სრულად
15.11.2016
კონფლიქტებზე და მათი შედეგების აღმოფხვრაზე 4 სახელმწიფო სტრუქტურის მიერ ყოველწლიურად 88 586 000 ლარი იხარჯება.
სრულად
10.11.2016
დონალდ ტრამპის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აშშ-ის ურთიერთობას მსოფლიოსთან მეტნაკლებად შეცვლის.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854