5 რამ, რასაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა შეცვლის მსოფლიოში

დონალდ ტრამპის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აშშ-ის ურთიერთობას მსოფლიოსთან მეტნაკლებად შეცვლის.

„ბიბისი“ იმ სავარაუდო ხუთ ცვლილებას გამოყოფს, რასაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

ნატო-ს რყევები ემუქრება

დონალდ ტრამპი უსაზღვრო კრიტიკულობით გამოირჩევა ნატო-ს მიმართ, რომელიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია უკანასკნელი 60 წლის მანძილზე.

როგორც ტრამპმა თქვა, ამერიკამ ევროპისა თუ აზიის ქვეყნების დაცვა აღარ უნდა გააგრძელოს ადეკვატური კომპენსაციის გარეშე. ის, სავარაუდოდ, უკან გაიწვევს ამერიკის არმიას თუ ამისთვის ქვეყნები არ გადაიხდიან.

ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ ნატო-ს წევრების უმეტესობა ვერ აღწევს მიზანს, როცა მშპ-ს მინიმუმ 2 პროცენტს თავდაცვაზე ხარჯავს. თავად ამერიკის ხარჯები თავდაცვაზე კი მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტოა.

ტრამპის გამონათქვამები გამოსაფხიზლებელი სიგნალივით იყო მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპისთვის, რომლისთვისაც ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ მთავარი საყრდენია.

ახალი კავშირები რუსეთთან?

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაძაბულობის მოხსნის სჯერა. მან პუტინი შეაქო, როგორც ძლიერი ლიდერი, რომელთანაც კარგ ურთიერთობას ისურვებდა.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სიტუაცია ისე წარიმართა, რომ ამერიკა და რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში ორ დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდნენ.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები შეიძლება დაკონსერვდეს

დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკა იქნება ყველაზე დიდი ცვლილება ამერიკის ბიზნესურთიერთობებში, რომელსაც ქვეყანა უკანასკნელი წლების განმავლობაში აწარმოებდა.

ტრამპმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაკრვეული ნაწილის გაუქმება განიზრახა. მათ შორისაა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის. ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირებას ტრამპი სწორედ აღნიშნულ სავაჭრო ურთიერთობებს აბრალებს. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გამოსვლის შეთავაზებითაც გამოვიდა.

ირანთან ბირთვული შეთანხმება გადაიხედება

პრეზიდენტ ობამასთვის ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა და, სანაცვლოდ, ირანისთვის დაწესებული სხვადასხვაგვარი სანქციების გაუქმება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. თუმცა სულ სხვაგვარად ფიქრობს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ტრამპი. მისი აზრით, ეს არის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიო მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს და მისი გადახედვა ტრამპის ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება.

ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ახლო ღმოსავლეთზე, რადგან ირანი სირიის კონფლიქტის მთავარი მოთამაშეა საუდის არაბეთისა და ისრაელის წინააღმდეგ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა უკვე მოუწოდა ტრამპს, რომ ბირთვული იარაღის საკითხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეინარჩუნოს.

მეტი ბირთვული იარაღი აზიაში?

ტრამპის პრეზიდენტობა აზიაში უსაფრთხოების საკითხებს წინ წამოწევს. ტრამპმა ისიც კი განაცხადა, რომ იაპონია და სამხრეთ კორეა დიდ სარგებელს ნახავენ თუ საკუთარი ბირთვული არსენალი ექნებათ. თუმცა ამით უღალატებს ჩრდილოეთ კორეას, რომელიც ამჟამად აწარმოებს საკუთარ ბირთვულ იარაღს. ცალსახა არაა, ტრამპის დამოკიდებულება ჩრდილოეთ კორეის მიმართ. მან გასულ წელს ქვეყნის ლიდერი კიმ ჯონგი ნეგატიურ კონტექსტშიც მოიხსენია და ასევე, განაცხადა, რომ მასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ამერიკის ყველაზე არაპროგნოზირებადმა პრეზიდენტმა, ჩრდილოეთ კორეა მომავალი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი გახდება.