როგორ გაყიდოთ ან გააქირაოთ ბინა უმოკლეს დროში
როგორ გაყიდოთ ან გააქირაოთ ბინა უმოკლეს დროში
14 დეკემბერი / 2016
რჩევები იტალიელი ექსპერტისგან ექსკლუზიურად bpn.ge-სთვის

მიკელა ამადიო ინტერიერის დიზაინერი და Home Staging-ის ცნობილი იტალიელი მენეჯერია. საქართველოს შესახებ ბევრი კარგი სმენია და სიამოვნებით დაგვთანხმდა რამდენიმე ფასდაუდებელი რჩევა მიეცა ექსკლუზიურად „ბიზნესპრესნიუსის“ მკითხველისთვის.

- მიკელა, რას ნიშნავს Home Staging და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება მათთვის, ვისაც უმოკლეს დროში უნდა ბინის გაყიდვა ან გაქირავება?
- გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპის ქვეყნებში და მათ შორის იტალიაშიც, ძალიან გაჭირდა უძრავი ქონების გაყიდვა/გაქირავება. თუნდაც 10 წლის წინ, იტალიელებს დაუბრკოლებლად შეეძლოთ ეყიდათ საბანკო განვადებით სასურველი ბინა, ამჟამად კი, იტალიაში გვაქვს უმუშევრობის მაღალი პროცენტი, ხოლო ბანკები გაცილებით მეტ საგარანტიო დოკუმენტაციას ითხოვენ გრძელვადიანი სესხებისთვის, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, მყიდველი ცოტაა, ხოლო გასაყიდი ან გასაქირავებელი ბინა - ბევრი. Home staging არის ინტერიერის დიზაინისა და მარკეტინგის ერთობა, ანუ მარკეტინგის ტიპი, რომელიც უძრავი ქონების მფლობელებს ეხმარება, საუკეთესოდ წარადგინოს საკუთარი უძრავი ქონება ბაზარზე და უმოკლეს დროში გაყიდოს ან გააქირაოს.
- ვადებზე რომ ვისაუბროთ, რამდენად დააჩქარებს Home staging-ის კანონების გათვალისწინება ამა თუ იმ უძრავი ქონების გაყიდვას?
- Home staging არის გამოსავალი, როგორც ვთქვი, იმ შემთხვევაში, როცა ბაზარზე პროდუქტი ბევრია, ხოლო მყიდველი - ცოტა. უძრავი ქონება, რომელიც ვერ იყიდება ზოგჯერ წლობითაც კი, აუცილებლად საჭიროებს ჩვენს პროფესიონალურ ჩარევას. გვქონია შემთხვევები, როდესაც წლობით ბაზარზე არსებული უძრავი ქონება 2-3 დღეში გაყიდულა, თუმცა, გაყიდვის სავარაუდო ვადა, ჩვენი ჩარევის შემდეგ, მაქსიმუმ ერთი თვეა.
- საქართველოში ეს პროფესია ჯერ არ არსებობს, ამიტომ იქნებ გაგვიმხილოთ რამდენიმე პროფესიული საიდუმლო, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ?
- სიამოვნებით მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რაც უთუოდ გამოგადგებათ.
რჩევა 1.თითქმის ყველას, ვინც ბინის გაყიდვას აპირებს, ავიწყდება ერთი მთავარი რამ, კერძოდ ის, რომ თქვენ არ ყიდით თქვენი ცხოვრების ერთ ლამაზ ან ცუდ მონაკვეთს, თქვენ ყიდით მხოლოდ და მხოლოდ უძრავ ქონებას. ამიტომ, გასაყიდი ფართი თავისუფალი უნდა იყოს თქვენი მოგონებებისაგან: ჩამოხსენით კედლებიდან საოჯახო სურათები, მაცივარზე მიკრული სუვენირები, რელიგიური შინაარსის აქსესუარები, და მსგავსი ნივთები. სამაგიეროდ, კედლები შეგიძლიათ გააფორმოთ 2-3 ცალი, შინაარსობრივად არაფრისმთქმელი ნახატით. იხ. სურ. 1bpn
სურ. 1
რჩევა 2. გასაყიდ ბინაში უნდა სუფევდეს სისუფთავე. თუ შესაძლებლობა გაქვთ, გირჩევთ გასაყიდი ბინის კედლები შეათეთროთ, ან ნეიტრალურ ტონში შეღებოთ. ნუ გამოიყენებთ შპალერის ან კედლის ფერისთვის წითელს და მწვანეს. ამ ფერების შეხამება ურთულესია და კარგ შედეგს არ მოგიტანთ. შეარჩიეთ ბაცი, პასტელის, ღია ტონალობის ფერები. იხ. სურ. 2bpn
სურ. 2

რჩევა 3. ცხადია, რომ ბინის გაყიდვის შესახებ განცხადება უნდა განათავსოთ ინტერნეტში და სურათებიც უნდა დაურთოთ. ჩემი რჩევაა, პროფესიონალ ფოტოგრაფს მიანდოთ ეს საქმე, მაგრამ თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ გირჩევთ, მოაწყოთ საძინებელი ოთახი ისე, თითქოს სასტუმროს ნომერია. წარმოიდგინეთ, რომ სამოგზაუროდ წამოხვედით, ვთქვათ, ფლორენციაში. როგორი უნდა იყოს საოცნებო ოთახი, სადაც დიდი ხნის ნანატრ შვებულებას გაატარებთ და სულიერად და ფიზიკურად დაისვენებთ? საწოლი ლამაზი გადასაფარებლით, ტუმბოზე ლარნაკი ყვავილით, ფინჯანი ყავა და კრუასანი. იხ. სურ. 3.bpn სურ. 3

რჩევა 4. სააბაზანო ოთახში აუცილებლად დადეთ ლარნაკი იებით ან, ვთქვათ, ორქიდეით. მოერიდეთ ვარდის სურნელს მთელს სახლში, ვინაიდან საკმაოდ გამაღიზიანებელი და, ბევრისთვის ალერგიის გამომწვევიცაა. გამორიცხულია სააბაზანოში ტანსაცმლის (არ აქვს მნიშვნელობა, გასარეცხია თუ გარეცხილი) ან ქაფიანი საპნის გამოსაჩენ ადგილას დადება. ჩამოკიდეთ ახალი პირსახოცი, რომელიც უნდა იყოს იმავე ფერის, რაც ხალიჩა. იხ. სურ. 4 და სურ. 5.bpn
სურ. 4bpn
სურ. 5

რჩევა 5. ბინა არ უნდა იყოს გადატვირთული ავეჯით, მაგრამ არც ცარიელი. გადატვირთული ავეჯი სიმძიმის და სივიწროვის შთაბეჭდილებას ქმნის, ცარიელი ბინა კი არანაირ ემოციას არ იწვევს, გარდა გულგრილობის და მარტოობისა. გარდა ამისა, თუ მყიდველიც დიზაინერი არ არის, ძალიან გაუჭირდება წარმოიდგინოს ცარიელი კედლებიდან რა მყუდროდ შეიძლება ბინის მოწყობა. ამიტომ, ავეჯის რაოდენობა ზუსტად უნდა იყოს შერჩეული. იხ.სურ. 6 bpn

სურ. 6

რჩევა 6. დაიმახსოვრეთ, რომ პირველი შთაბეჭდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ადამიანს გაიცნობთ, პირველი 90 წამის მანძილზე გექმნებათ მასზე წარმოდგენა, ან დადებითი, ან პირიქით, უარყოფითი. ასევეა უძრავი ქონების შემთხვევაშიც. 90 წამი გაქვთ დრო, რომ მყიდველს, რომელიც თქვენი სახლის სანახავად პირველად შემოდის, დადებითი ემოცია შეუქმნათ. ჩემმა ამერიკელმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ პროცენტულად გაცილებით მეტი იყიდება ის ბინები, სადაც კლიენტის მისვლის დროს, ვითომ შემთხვევით, დიასახლისი ნამცხვარს აცხობს და სახლში ვანილის თბილი სუნი ტრიალებს. იტალიელებმა ნამცხვრის მაგივრად გადავწყვიტეთ კლიენტის მოსვლის დროს პიცა გამოგვეცხო, ქართველებმა კი უნდა მოიფიქროთ, რომელი საჭმელი აჯობებს.bpn

- მიკელა, სიტყვამ მოიტანა და, იცნობთ ქართულ სამზარეულოს?
- მხოლოდ გადმოცემით, თუმცა ვიცი, რომ განუმეორებელია და სიამოვნებით დავაგემოვნებდი.
- დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის, საქართველოს სიყვარულისთვის და სიამოვნებით გეპატიჟებით თბილისში.
Home staging-თან დაკავშირებით რჩევები მიკელა ამადიოს შეგიძლიათ სოციალური ქსელის მეშვეობით მიწეროთ: https://www.facebook.com/michela.amadio www.michelahomestaging.it

კომენტარები (8)
03.01.2017
ბ ა ნ კ ი რ ი
მთავარი რჩევა დაავიწყდა ფასი უნდა იყოს ადეკვატური...
27.12.2016
ნნ
ძალიან კარგი რჩევებია. რამდენი საზიზღარი ფოტოა განთავსებული გაყიდვის განცხადებასთან ერთAდ. მოუწესრიგებელი ბინძური აბაზანა. მიყრილ მოყრილი საძინებელი თუ მისაღები ოთახი უამრავი ნივთი ერთმანეთში არეული პირველ რიგში სიჭრელე გხვდება თვალში და ვერც კი აღიქვამ რად შეიძლება გადააქციო ბინა. რამოდენიმე წლის წინ ვყიდულობდი ბინას მივედი სახლში სადაც მეპატრონესთან წინასწარ ვიყავი შეთანხმებული ნახვაზე ანუ იცოდა დრო და საათი. დამხვდა საღორე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არანაირი კულტურა. ჯერ ხო თვითონ არ უნდა ეცხოვრათ ასეტ გარემოში და ახლა უცხო ადამიანს უშვებ. ერთი სული მქონდა როდის გავიქცეოდი ბინიდან არც კი სემიხედავს არაფრისთვის ისე დავითრგუნე
რუბრიკის სხვა სიახლეები
15.02.2017
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia მთავრობას, ადგილობრივი, შიდა ფრენებისას, საავიაციო საწვევზე აქციზისა და დღგ-ს გადასახადის მოხსნის ინიციატივით მიმართავს.
სრულად
15.02.2017
2016 წლის დასაწყისთან შედარებით ლარი უკვე 15.6%-ით არის გაუფასურებული, ხოლო 2013 წელთან შედარებით ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით 69%-ით არის დაქვეითებული.
სრულად
14.02.2017
ყოველ ზამთარს ბუნებრივი აირი ენერგეტიკული პოლიტიკის ის საკითხია, რომელიც აქტიურად განიხილება ტელევიზიასა და პროფესიულ წრეებში.
სრულად
06.02.2017
არაფორმალური (ნაწილობრივი) დოლარიზაცია ეწოდება სიტუაციას, როდესაც ტრანზაქციებში და ღირებულების განსაზღვრისას, ადგილობრივი ვალუტის პარალელურად გამოიყენება უცხოური ვალუტა.
სრულად
31.01.2017
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
23.02.2017
24.02.2017
USD
1
USD
2.6029
2.6014
EUR
1
EUR
2.7333
2.7434
GBP
1
GBP
3.2411
3.2432
RUB
100
RUB
4.4992
4.4836