ემუქრება თუ არა საქართველოს სასტუმროების სიჭარბე?
ემუქრება თუ არა საქართველოს სასტუმროების სიჭარბე?
23 დეკემბერი / 2016
საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლები ცოტა ხნის წინ ლუქს-კლასის სასტუმროს „ბილტმორ ჰოტელ თბილისის“ გრანდიოზული გახსნის მოწმენი გახდნენ. როგორც iset-pi.ge წერს, „დაბი ჯგუფის“ $140-მილიონიანი ინვესტიციით ბაზარზე 214 ლუქსოთახი გაჩნდა. გახსნის ცერემონია, რომელიც 2 მლნ აშშ დოლარი დაჯდა, უზარმაზარი შენობა და ცენტრალური ადგილმდებარეობა – ამ სასტუმროს ბაზარზე შემოსვლა საკმაოდ თვალშისაცემი იყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თუ დავუჯერებთ, წელს ნაკლებად პომპეზურად კიდევ 37 ახალი სასტუმრო გაიხსნა საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტუმროების ბაზარს 1472 ახალი ოთახი შეემატა.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც მომდევნო წლებში (2016-2018) უნდა გაიხნას: 84 ახალი სასტუმრო, ჯამში 9060 ოთახით და 10525 საწოლით (წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია). ამ ციფრებში არ შედის ჰოსტელები, „ეარ ბინების“ შეთავაზებები და მცირე ზომის ღამის გასათევები, რომლებიც სოკოებივით მრავლდება მთელ ქვეყანაში. ძალიან მალე საქართველოს ტურისტულ ბაზარზე შემოვლენ მსოფლიოში ცნობილი ბრენდები „ინტერკონტინენტალი“, „ჰაიატი“, „პულმან ჰოთელს და რიზორთსი“ (აქსისი) და „მარიოტ ავტოგრაფ კოლექშენი“.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ჩანს თბილისსა და რეგიონებში ოთახების რაოდენობა, დაგეგმილი პროექტები და პროცენტული ზრდა. თბილისი მოწინავე ადგილზეა ოთახების რაოდენობით, 2018 წლის ბოლოსთვის თბილისში დაახლოებით 9500 ოთახი იქნება (53%-იანი ზრდა); ოთახების რაოდენობა ყველაზე მეტად, 74%-ით გაიზრდება აჭარაში, რომელსაც დღეს მეორე ადგილი უჭირავს. გურიაში, სადაც დღეს მხოლოდ დაბალფასიანი სასტუმროები და გესთჰაუსებია, ოთახების რაოდენობა 63%-ით გაიზრდება. ყველაზე აღსანიშნავი მოვლენა კი იქნება გურიაში, შეკვეთილში „მარიოტ ავტოგრაფ კოლექშენ ჰოტელ - სპა და რეზორტის“ შემოსვლა. შეკვეთილში მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროს გახსნა ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს მოიზიდავს.bpn
სასტუმროების და სასტუმრო ოთახების ბოლოდროინდელი ზრდა ეკონომიკური წინსვლის და ქვეყნის მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების რწმენის ძალიან კარგი მაჩვენებელია. მეორეს მხრივ, სასტუმროების ჭარბმა მიწოდებამ შეიძლება მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონიოს მესასტუმროებზე, თუ საგარეო და საშინაო ეკონომიკური გარემოებები მოლოდინს არ გაამართლებს. აბელის (1983 წ.) გავლენიანი ნაშრომის „ოპტიმალური ინვესტიცია განუზღვრელობის დროს“ მიხედვით, კონკურენტულ გარემოში, სადაც მზა საქონლის ფასები მერყევია, ბიზნესები, რომელთაც ცვლილებები ძვირი უჯდებათ, ზრდიან სიმძლავრეებს, განსხვავებით იმ მდგომარებისგან, როდესაც ისინი სრულ ინფორმაციას ფლობენ. სასტუმროების ბიზნესში ეს შემდეგს ნიშნავს: ინვესტიციის ეტაპზე ინვესტორები გამიზნულად ჭარბ მიწოდებას
You must have Flash Player installed in order to see this player.
შექმნიან, რომ, თუ ბაზარზე ძალიან სახარბიელო პირობები შეიქმნა, ადვილად შეძლონ მიწოდების გაზრდა. თუმცა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური ძნელბედობისას, ჭარბი მიწოდება კიდევ უფრო გაამძაფრებს ეკონომიკური შოკის უარყოფით გავლენას. სწორედ ამიტომ ინვესტორები და პოლიტიკის შემქნელები დგანან მნიშნველოვანი გამოწვევის წინაშე: დააბალანსონ მოთხოვნა და მიწოდება მერყევი ფასების გარემოში.

ბაზარზე მოთხოვნის პირობების უკეთ გასაგებად, სასტუმროს სექტორის ინვესტორები და მართვის სპეციალისტები ხშირად იყენებს ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა დატვირთვა და საშუალო დღიური განაკვეთი (ADR) . როგორც „კოლიერს ინტერნეშენალის“ ანგარიშშია აღნიშნული, თბილისში მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდების საშუალო დატვირთვა 68%-ია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე (საშუალოდ 58%, STR Global-ის მიხედვით) მაღალია. სხვა კლასის სასტუმროების დატვირთვაც, ასევე, შედარებით, მაღალია. „კოლიერს ინტერნეშენალის“ შეფასების და კონსულტაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ქვეხიშვილის თქმით, 60%-ზე მეტი დატვირთვის მაჩვენებელი მიუთითებს მაღალ მოთხოვნასა და არასაკმარის მიწოდებაზე. ADR-იც (საშუალო დღიური განაკვეთი/ფასი) საკმაოდ მაღალია: $109 (მაღალი, საშუალო და დაბალი კლასის, ეკონომ-კლასის, საერთაშორისო და ადგილობრივის საშუალო) თბილისში და $75 აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

„კუშმან და ვეიკფილდის“ მრჩეველთა გუნდის ხელმძღვანელი, ლეა რუსია ბესელიძე განმარტავს, რომ სამომავლო პროექტებს შორისაა რამდენიმე საშუალო კლასის საერთაშორისო ბრენდი (4 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები). დღეს სასტუმროების ეს კლასი არ არის ჯეროვნად წარმოდგენილი თბილისის ბაზარზე, რაც კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე. განთავსების ახალი ადგილების მიწოდების ზრდამ უნდა შეამციროს დატვირთვის მაჩვენებელიც და საშუალო დღიური განაკვეთიც თბილისში.

ზოგადად, საქართველოში სასტუმრო ინდუსტრია უფრო დაბალანსებული გახდება და ბაზარზე სხვადასხვა ტიპის ღამისგასათევის მრავალფეროვანი არჩევანი იქნება. ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ბრენდების შემოსვლით საქართველო ადგილს დაიკავებს ტურისტულ რუქაზე, საინტერესო გახდება ახალი მომხმარებლებისთვის და გაძლიერდება ქვეყნის ტურისტული იმიჯი.
ზემოთ მოყვანილი შთამბეჭდავი მაჩვენებლები, რომლებიც ნელ-ნელა შემცირებისკენ მიდის, უმეტესწილად მხოლოდ თბილისის შემთხვევაში მართლდება. მაგალითად, ბათუმში საერთაშორისო მაღალი და საშუალო კლასის ბრენდების დატვირთვა 45%-ია, რაც საკმაოდ ჩამორჩება 60%-ს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბათუმში მიწოდების ზრდა მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს მესასტუმროებზე. კიდევ უფრო დაბალია დატვირთვა სხვა კლასის სასტუმროებში. აჭარაში სასტუმრო ბიზნესი ძლიერ სეზონურია, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკურ სეზონებზე, ბათუმში სასტუმროები საკმაოდ გადატვირთულია, არასეზონზე კი – სიხალვათეა. ეს კი სხვა ბაზრებს მერყევ გარემო უქმნის.

მიწოდების ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნის პირობები შედარებით სუსტია ან სუსტდება, გარკვეულწილად, აიხსნება ტურისტების ნაკადის ზრდით საქართველოში. 2005-2015 წლებში ტურისტების რაოდენობა სტაბილურად, საშუალოდ 26.6%-ით იზრდებოდა, 2020 წელს კი 8 მილიონი ტურისტის შემოსვლაა ნავარაუდევი, იმ დაშვებით რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა იმავე ტემპით გაიზრდება, როგორც აქამდე. თუმცა, ეს მოლოდინი ვერ გამართლდება, თუ არ იქნება ადეკვატური ეკონომიკური გარემო და არ გატარდება სათანადო დარგობრივი პოლიტიკა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით კი, ეს უკანასკნელი არც თუ სახარბიელოა.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის „მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტულობის ინდექსი 2015“ მიხედვით, საქართველოს 71-ე ადგილი უჭირავს 141 ქვეყანას შორის. ინდექსი 14 მთავარ კომპონენტად იყოფა, ქვეყანას თითოეულ კომპონენტში ენიჭება 1-დან 7 (უმაღლესი) ქულამდე (იხ. გრაფიკი).
bpn
ინდექსი მიუთითებს საქართველოს ტურისტული სექტორის სუსტ მხარეებსა და განვითარების მიმართულებებზე. საქართველოს მაღალი შეფასება აქვს ზოგიერთ კომპონენტში, მაგალითად, „უსაფრთოება, ჯანმრთელობა და ჰიგიენა“. ზოგიერთ კომპონენტში კი საკმაოდ დაბალი შეფასება აქვს (1-2 ქულა). ჯერ კიდევ მწვავე საკითხებად რჩება ტრანსპორტირება და უკეთესი საჰაერო კავშირები. ერთ-ერთი კომპონენტი, რომელშიც საქართველოს დაბალი შეფასება (2 ქულა) აქვს, საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაა, რომელიც ისეთ ქვეინდექსებს მოიცავს, როგორებიცაა მოქმედი ავიახაზების რაოდენობა, ხელმისაწვდომი დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, საჰაერო ტრანსპორტის რეისები და სხვ. ქვეყანაში სამი საერთაშორისო აეროპორტი და ძალიან ცოტა პირდაპირი ფრენაა, ფრენათა დიდი ნაწილი ღამით ან ადრეულ დილას ხორციელდება. ამ კომპონენტის გაუმჯობესება დადებითად იმოქმედებს არამეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობაზე.

ყველაზე დაბალი ქულით შეფასდა კომპონენტი „კულტურული რესურსები და ბიზნეს-მოგზაურები“. ეს კომპონენტი მოიცავს: საერთაშორისო ასოციაციების შეხვედრების რაოდენობას, სპორტული სტადიონების რაოდენობას, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ადგილების რაოდენობას. ამ უკანასკნელი ქვეინდექსის გაუმჯობესება გაცილებით რთულია, თუმცა, უკეთესი სარეკლამო კამპანიის მეშვეობით, ეს სირთულეც გადაილახება. მეორეს მხრივ, უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა პირველ ორ ქვეკომპონენტზე. საერთაშორისო შეხვედრების რაოდენობის ზრდა სეზონურობის პრობლემას გადაჭრის, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია საქართველოს ზამთრისა და ზაფხული კურორტებისთვის. ე.წ. „მაისტურიზმი“ (შეხვედრები, ინიციატივები, კონფერენციები და ღონისძიებები) ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში მოიზიდავს. მეტიც, მაისტურიზმს აქვს პოტენციალი, გახდეს ქართული ნიშა რეგიონში. თუმცა ასეთი ტურიზმი ძალზე დამოკიდებულია საჰაერო ტრანსპორტირების გაუმჯობესებაზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების პოლიტიკამ უნდა მოიცვას ტურიზმის მხარდამჭერი სხვა სექტორებიც. დაბალი შეფასების მქონე კომპონენტების გაუმჯობესებით გაიზრდება სასტუმროს სექტორში ინვესტიციიდან მიღებული სუფთა სარგებელიც, უკეთესი საჰაერო კავშირები და ტურიზმის მრავალფეროვანი სეგმენტები სტაბილურად გაზრდის მოთხოვნას.
ამ სტატიის სათაურს რომ დავუბრუნდეთ, პასუხი, ალბათ, უარყოფითია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. თუმცა საქართველომ უნდა გააუმჯობესოს დარგობრივი პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა იმაზე სწრაფად, ვიდრე თავად ტურისტების და ოთახების რაოდენობა იზრდება, რათა ინვესტორიც და ტურისტიც ბედნიერი და კმაყოფილი ჰყავდეს.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მადლობას უხდის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, კუშმან და ვეიკფილდს და კოლიერს ინტერნეშენალს ინტერვიუებისა და მოწოდებული ინფორმაციისთვის.

ოლგა აჟგიბეტსევა
წყარო: iset-pi.ge
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
იაპონიის ზარაფხანამ საკოლექციო დანიშნულების სეტი გამოუშვა, რომელშიც იაპონურ მონეტებთან ერთად, ქართული 20 თეთრის ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების მონეტაცაა.
იანვარში საქართველოში საცალო პროდუქტების ფასების ინდექსი მკვეთრად გაიზარდა. თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტის მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ფასების ინდექსის ზრდამ 10,1% შეადგინა.
2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების წმინდა მოგება წინა თვესთან (ნოემბერთან) შედარებით 112 მილიონით გაიზარდა და 679 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობა წელს ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის 5 620 000 ლარს დახარჯავს.
საპარტნიორო ფონდმა პარტნიორ კომპანია „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელთან“ ერთად ქუთაისში ახალი 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს Best Western შენობის მშენებლობა დაასრულა.
თბილისის მასშტაბით არსებული ბაზრების მოვაჭრეებმა დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეებთან შეხვედრისას გარევაჭრობის აკრძალვა მოითხოვეს.
„საქართველოს ბანკმა” უკვე მეშვიდედ Global Finance-ის ჯილდო „საქართველოში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“ მიიღო.
კარნეგის ცენტრის უფროსი მკვლევარის, საქართველოს საკითხების სპეციალისტის თომას დე ვაალის შეფასებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა
საქართველოში ოქროს ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში 1.5-5 ლარის ფარგლებში მოიმატა.
საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.01.2017
დედოლარიზაციის რეფორმა წლების წინ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ისრაელსა და არგენტინაში წარმატებით განხორციელდა.
სრულად
20.01.2017
ეროვნულმა ბანკმა და თბილისის საფონდო ბირჟამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმა დაიწყეს.
სრულად
19.01.2017
საშინაო პოლიტიკის აქტუალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
სრულად
16.01.2017
ჩილეს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალეხანდრო ფოქსლიმ 1991 წელს მიცემულ ინტერვიუში თქვა: „შეიძლება არ მოგვწონდეს ჩვენი წინამორბედი მთავრობა, მაგრამ მათ ბევრი რამ გააკეთეს სწორად. ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო ეკონომიკა, რომელიც აქტივია“.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
23.01.2017
24.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6868
EUR
1
EUR
2.8457
2.8851
GBP
1
GBP
3.2894
3.3496
RUB
100
RUB
4.4722
4.5244