ფინანსური ბაზრების გასული და მიმდინარე  კვირების მიმოხილვა

გასული კვირის განმავლობაში ძვირფასმა ლითონმა აღმავლობის ტრენდი აჩვენა.

Globex Analytics-ის ექსპერტთა განმარტებით, ძვირფასი ლითონის ფასის ზრდას დაემატა ფუნდამენტალური ფაქტორებიც. ამერიკიდან გამოსული წარუმატებელი ეკონომიკური ანგარიშები დოლარზე უარყოფითად მოქმედებს, რაც თავისთავად იწვევს ოქროს გამყარებას. კვირის მანძილზე ოქროს ფასი 1204 დოლარიდან 1233 დოლარამდე ავიდა.

bpn

რაც შეეხება ნავთობს, გასული კვირა შავი ოქროსთვის შედარებით დადებითი იყო. ამერიკაში ნედლი ნავთობის პროდუქციის წარმოება შემცირდა. აგრეთვე გაიზარდა ჩინეთის ბაზარზე ნავთობის მოთხოვნა. ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მის ფასზე.

თუმცა ნავთობზე ვაჭრობა მაინც არაპროგნოზირებადია, რადგან პროდუქტის გლობალური მიწოდება ჯერ კიდევ ბევრია. ნავთობის ექსპერტები აცხადებენ, რომ ოპეკ-მა უნდა გაზარდოს ძალისხმევა წარმოების დასტაბილურების მიზნით, რაც შავი ოქროს ფასის გამყარებას გამოიწვევს საერთაშორის ბაზარზე. მთლიანობაში ფასი "ბრენტის" მარკის ნავთობზე 46 დოლარიდან  49 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო WTI-ის ნავთობის ფასი 43 დოლარიდან 46 დოლარამდე.

bpn

Globex Analytics-ის ექსპერტთა თქმით, გასულ კვირას ფორექსზე ინვესტორების ყურადღება ძირითადად კანადასა და ამერიკაზე იყო გადატანილი ეკონომიკური აქტივობის გამო. ორივე ქვეყნის ვალუტაზე მთელი კვირის განმავლობაში აქტიური მოძრაობები იყო.

ოთხშაბათს, 12 ივლისს, კანადის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 0.50%-დან 0.75%-მდე გაზარდა. როგორც ბანკის მმართველმა სტივენ პოლოზმა განაცხადა,  მათი მიზანია წლის ბოლომდე 1%-მდე აწიონ განაკვეთი. მთლიანობაში კანადური დოლარი გამყარდა ყველა ვალუტასთან მიმართებაში. საინტერესო წყვილი იყო USD/CAD, რომელიც 300 პუნქტით დასუსტდა და 1.2942-დან ჩამოვიდა 1.2642-მდე. 

bpn

ამერიკული დოლარის კურსზე აგრეთვე ზეგავლენას ახდენდა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიური მოვლენები. ხუთშაბათს, 13 ივლისს, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს მმართველმა ჯანეტ იელენმა წარადგინა ნახევარი წლის ანგარიში ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

იელენის თქმით, ბანკის მიზანი განაკვეთების ეტაპობრივი ზრდაა, მაგრამ ამ ეტაპზე ეკონომიკური მაჩვენებლები ამის საშუალებას არ აძლევენ. ამ განცხადების შემდეგ დოლარი დასუსტდა. აქტიური წყვილი იყო GBP/USD რომელიც გამყარდა და 1.2810-დან ავიდა 1.3113-მდე.

bpn

Globex Analytics-ის ექსპერტთა პროგნოზით, 17-21 ივლისის კალენდარული კვირა აქტიური და საინტერესო იქნება. სხვადასხვა ქვეყნიდან გამოვა საპროცენტო განაკვეთის ცვლილებები, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბირჟაზე. დღევანდელი დღე როგორც ყოველთვის მშვიდია და შეგვიძლია ტექნიკური ანალიზების მიხედვით ვივაჭროთ.

სამშაბათს, 18 ივლისს, სამომხმარებლო ფასების ინდექსს გამოაცხადებენ: ღამის 2 საათსა და 45 წუთზე ახალი ზელანდია, დღის 1-ის ნახევარზე ბრიტანეთი, ხოლო საღამოს 16 საათსა და 30 წუთზე ამერიკა. გირჩევთ ივაჭროთ: NZD/USD, GBP/USD და EUR/USD-ის წყვილებზე.

ოთხშაბათს, 19 ივლისს, ამერიკიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ველოდეთ: 16 საათსა და 30 წუთზე ახალი სახლების ფუნდამენტების ჩადება, ხოლო 2 საათის შემდეგ ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიში ნავთობის მარაგების ცვლილებაზე. ვაჭრობა რეკომენდირებულია: USD/JPY, USD/CHF და USD/CAD-ზე. 

ხუთშაბათს, 20 ივლისს, 2 ქვეყანის ფედერალური ბანკი გამოაცხადებს საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას. დილის 7 საათზე იაპონიის, ხოლო 15 საათსა და 45 წუთზე ევროპის ბანკი. ტრეიდერებო, ეს ინფორმაციები სავარაუდოდ მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ბირჟაზე და გირჩევთ ივაჭროთ: USD/JPY, CAD/JPY, EUR/JPY, და EUR/GBP-ის წყვილებზე.

პარასკევს, 21 ივლისს შედარებით მშვიდი დღეა, 16 საათსა და 30 წუთზე კანადიდიდან გამოდის საცალო გაყიდვები და სამომხმარებლო ფასების ინდექსი. ყურადღება მიაქციეთ USD/CAD და EUR/CAD-ის წყვილებს.