ფინანსური ბაზრების გასული და მიმდინარე კვირების მიმოხილვა

მსოფლიო ბაზარზე ძვირფასი მეტალი გასულ კვირას მკვეთრად გამყარდა.

გამყარების მთავარი მიზეზი იყო ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობის გაზრდა, რომელიც აზარალებს მთლიანად ბაზარს, რასაც ოქრო დადებითად იყენებს და მყარდება. მთლიანობაში, გასულ კვირას ოქროს ფასი 1251 დოლარიდან  1291 დოლარამდე გაიზარდა.

bpn

გასულ კვირას ინვესტორების დიდი ყურადღება გადატანილი იყო "შავ ოქროზე" 7-8 აგვისტოს აბუ-დაბიში გამართული შეხვედრის გამო, სადაც ექსპორტიორმა ქვეყნებმა იმსჯელეს წარმოების შეზღუდვაზე. მათი მიზანი იყო ბაზარზე სტაბილურობის შენაჩუნება. მაგრამ შეხვედრის შედეგმა ვერ მოახერხა ინვესტორების განწყობის განმუხტვა, რადგან წარმოების შეზღუდვა დარჩა იგივე 1.8 მლნ ბარელი დღე-ღამეში. ამ მოვლენების ფონზე "ბრენტის" მარკის ნავთობი 54 დოლარიდან ჩამოვიდა 51 დოლარამდე, ხოლო ნედლი ნავთობის ფასი 50 დოლარიდან 48 დოლარამდე. 

bpn

ფორექსზე გასულ კვირას ინვესტორების ყურადღება გადატანილი იყო ზელანდიურ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის შესაძლო ცვლილების გამო.

ხუთშაბათს, 10 აგვისტოს, ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკმა საპროცენტო გაანკვეთი დატოვა იგივე 1.75%, რის ფონზეც ზელანდიური ვალუტა დასუსტდა ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში, რადგან ინვესტორების დიდი ნაწილი ელოდებოდა განაკვეთის აწევას. საინტერესო იყო AUD/NZD-ეს წყვილი, რომელიც 1820 პუნქტით გამყარდა და 1.06781-დან ავიდა 1.08601-მდე.

bpn

გასულ კვირას ამერიკული დოლარი ფორექსზე არასტაბილურად ივაჭრებოდა, ძირითადად დოლარი დასუსტდა გეოპოლიტიკური პრობლემების გამო ჩრდილოეთ კორეასთან. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეია მკაცრად გააფრთხილა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ რამე საფრთხეს დაინახავს, შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმისათვის. ამ განცხადებების ფონზე ინვესტორები თავს იკავებენ ამერიკული დოლარის შეძენისგან, რაც მის დასუსტებას უწყობს ხელს. საინტერესო წყვილი იყო USD/JPY, რომელიც 2100 პუნქტით დასუსტდა და 110.873-დან ჩამოვიდა 108.711-მდე. 

bpn

გასულ კვირას არანაკლებ აქტიური იყო ელექტრონული ვალუტა ბიტკოინი. მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ორად გაყოფის შემდეგ ბირჟის ექსპერტთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ბიტკოინი გაუფასურდებოდა, მაგრამ ელექტონული ვალუტა ისევ მყარდება.

ფასის გაზრდას განაპირობებს, ინვესტორების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა ვალუტაზე. განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ამერიკის და იაპონიის ბაზარზე ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან. აგვისტოს თვეში ბიტკოინის ფასი 40% გაიზარდა და გასული კვირის ბოლოს 4 000 დოლარს გადასცდა.

bpn

14-18 აგვისტოს ეკონომიკური კალენდარი დატვირთულია საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციებით. დღეს, 14 აგვისტოს, 13 საათზე ევროპა გამოაქვეყნებს სამრეწველო წარმოებას.

სამშაბათს, 15 აგვისტოს, გამთენიის 6-ის ნახევარზე ავსტრალიის ბანკის პროტოკოლია ფულად საკრდეიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით. დღის 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთი  სამომხმარებლო ფასების ინდექსს გამოაქვეყნებს. ხოლო საღამოს 16 საათსა და 30 წუთზე ამერიკა გამოაქვეყნებს ფასების ინდექსს იმპორტზე. სავაჭროდ აქტიური წყვილები იქნება: AUD/USD, GBP/USD და EUR/USD.

ოთხშაბათს, 16 აგვისტოს, 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოვა უმუშევრობის დონე. 13 საათზე ევროპა გამოაქვეყნებს მთლიან შიდა პროდუქტს. ხოლო საღამოს 18 საათსა და 30 წუთზე ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრო გამოაცხადებს ნავთობის მარაგების ცვლილებას. ვაჭრობა რეკომენდირებულია: EUR/GBP, EUR/CAD და USD/CAD-ის წყვილებზე.

ხუთშაბათს, 17 აგვისტოს, დილის 6-ის ნახევარზე ავსტრალიიდან გამოვა უმუშევრობის დონე და დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილება. 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოვა საცალო გაყიდვები. 13 საათზე ევროპიდან გამოვა სამომხმარებლო ფასები, ხოლო 17 საათსა და 15 წუთზე ამერიკიდან გამოვა სამრეწველო წარმოება. გირჩევთ ივაჭროთ AUD/NZD, GBP/JPY და USD/JPY-ის წყვილებზე. 

პარასკევს, 18 აგვისტოს, კანადა იქნება აქტიური, 16 საათსა და 30 წუთზე გამოაქვეყნებს სამომხამრებლო ფასების ინდექსს. დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ კანადურ დოლარს ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში.