გასული და მიმდინარე კვირების მიმოხილვა

დავიწყებ Bitcoin-ით. მსოფლიოს ყველაზე დიდმა კრიპტოვალუტამ 1 სექტემბერს მიაღწია თავისი არსებობის მაქსიმუმს და დააფიქსიარა 4915 დოლარი.

გამყარების ერთ-ერთი მიზეზი აზიის ბაზარზე მიმდინარე არეულობა იყო. სამშაბათს, 29 აგვისტოს, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სარაკეტო გაშვების გამო იაპონიის მიმართულებით. ფასის მკვეთრად გაზრდამ გამოიწვია აგრესიული გაყიდვები, რამაც დაასუსტა ბიტკოინი. კრიპტოვალუტის ფასი ამ დროისთვის 4494 დოლარს შეადგენს.

bpn

1 სექტემბრიდან ახალი 5 ლარიანი კუპიურები გამოვიდა მიმოქცევაში, თუმცა მთავარი ეს არ არის. ეროვნულმა ვალუტამ რამდენიმეთვიანი სტაბილურობის შემდეგ დასუსტება დაიწყო, ამერიკაში მიმდინარე მოვლენები და აზიის ბაზარზე გეოპოლიტიკური არეულობა ხელს უწყობს დოლარის საყოველთაო გამყარებას.

ლარის გაუფასურება კიდევ უფრო მეტადაა მოსალოდნელი სექტემბრის თვეში, რადგან ტურისტული სეზონი მთავრდება და შემცირდება ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება, რაც უარყოფითად აისახება ლარის კურზე. ჩვენი აზრით, წლის ბოლომდე ლარი გააგრძელებს დასუსტებას. თუ ამერიკის ფედ ბანკი წელს შეძლებს საპროცენტო განაკვეთის გაზრდას, არ გამოვრიცხავთ, რომ USD/GEL-ის წყვილმა 2016 წლის დეკემბრის მაქსიმუმს, 2.68 -ს მიაღწიოს. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარს და 44 თეთრს შეადგენს.

bpn

გადავიდეთ ნავთობზე. საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე გასული კვირის დასაწყისში ნავთობი სუსტდებოდა აზიის ბაზარზე არსებული არასტაბილურობის გამო, რაც გამოწვეული იყო ჩრდილოეთ კორეის ქმედებებით.

კვირის მანძილზე ამერიკაში ტროპიკული ქარიშხლის, „ჰარვის“ გამო, ზარალი საკმაოდ გაიზარდა. რადგან დაიტბორა ნავთობის ჭაბურღილები, მილსადენები და ქარხნები. რის გამოც ამერიკაში წარმოების მეოთხედზე მეტი 4,4 მლნ ბარელი გაჩერდა, რამაც გამოიწვია ნავთობის გამყარება. Brent-ის ხარიასხის ნავთობი 50$-დან ავიდა 52$-მდე. ხოლო Wti-ის მარკის 45$-დან 47$-მდე.

bpn

საფონდო ბირჯაზე ინვესტორების ყურადღება გადატანილია ამერიკული ტექნიკის გიგანტის, „ეფლის“ აქციებზე. კომპანიამ დააანონსა, რომ ახალი აიფონ 8-ის პრეზენტაცია 12 სექტემბერს შედგება. 

ეფლი აგრეთვე გეგმავს, აიფონ 7 s-ის და 7s პლიუსის პრეზენტაციას. სმარტფონებთან ერთად ბაზარზე გამოჩნდება ახალი, მესამე თაობის ეფლ ვოჩიც. კომპანიის წარმომადგენლები ბევრ სიახლეს გვპირდებიან და აქციების მკვეთრ გამყარებაზე საუბრობენ. ამ დროისთვის, ეფლის ერთი აქციის ფასი 163 დოლარია.

bpn

არანაკლებ აქტიური იყო სავალუტო ბირჟა. კვირის გმირი იყო კანადური დოლარი, რომელიც გამყარდა ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში. ხუთშაბათს, 31 აგვისტოს კანადიდან გამოვიდა მ.შ.პ-ს დადებითი მაჩვენებელი. კვარტალური 1.1% ნაცვლად 0.9%-ისა და წლიური 4.5% ნაცვლად 3.7%-ისა.

საინტერესო იყო EUR/CAD-ის წყვილი. ევროპის ფედერალური ბანკის განცხადებით ამ წელს განაკვეთები კიდევ არ გაიზრდება, რამაც ევრო კიდევ უფრო დაასუსტა. ჯამში წყვილი 1.5073-დან ჩამოვიდა 1.4678-მდე. 

bpn

არანაკლებ აქტიური იყო, USD/CAD-ის წყვილი. კანადიდან გამოსულ დადებით ეკონომიკურ ინფორმაციებს ემატებოდა ამერიკის ტროპიკული სტიქია, რომელიც ასუსტებდა ამერიკულ დოლარს.

ხოლო პარასკევს, 1 სექტემბერს, ამერიკიდან გამოვიდა უარყოფითი ნონფარმი 156 ათასი ნაცვლად 182 ათასისა და უმუშევრობის დონე 4.4% ნაცვლად 4.3%-ისა, რის ფონზეც ამერიკული დოლარი კიდევ დასუსტდა. მთლიანობაში, USD/CAD-ის წყვილი 1.2663-დან ჩამოვიდა 1.2334-მდე.

bpn

4-8 სექტემბრის ეკონომიკური კალენდარი დატვირთულია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინფორმაციებით, გარდა დღევანდელი დღის. დღეს შეგვიძლია ტექნიკური ანალიზების მიხედვით ვაჭრობა.

სამშაბათს, 5 სექტემბერს, ჩვენი დროით დილის 9-ის ნახევარზე ავსტრალიის სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილება იქნება საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. 9 საათსა და 45 წუთზე შვეიცარია გამოაქვეყნებს მ.შ.პ-ს. ხოლო 13 საათზე ევროპა გამოაქვეყნებს საცალო გაყიდვებს. ვაჭრობა რეკომენდირებულია: AUD/NZD; AUD/USD; USD/CHF და EUR/USD-ის წყვილებზე.

ოთხშაბათს, 6 სექტემბერს, გამთენიის 6-ის ნახევარზე ავსტრალიიდან გამოვა მთლიანი შიდა პროდუქტი. 16 საათსა და 30 წუთზე კანადა გამოაქვეყნებს საგადასახადო ბალანს, ხოლო ამერიკა სავაჭრო ბალანსს. საღამოს, 18 საათზე, კანადის ბანკის გადაწყვეტილება იქნება საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. სავაჭროდ აქტიური წყვილები იქნება: AUD/USD; AUD/CAD; USD/CAD და EUR/CAD;

ხუთშაბათს, 7 სექტემბერს, ისევ დილის 6-ის ნახევარზე ავსტრალია გამოაქვეყნებს საცალო გაყიდვებს. 13 საათზე ევროზონიდან გამოვა მ.შ.პ. ხოლო 15 საათსა და 45 წუთზე ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეყტილება იქნება საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. განაკვეთის აწევის შემთხვევაში EUR/USD-ის წყვილი შესაძლოა ავიდეს 1.21332 წინააღმდეგობის ზონამდე და 2014 წლის გეპი დახუროს. 

bpn

პარასკევს, 8 სექტემბერს, 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოვა სამეწარმეო წარმოება. ხოლო 16 საათსა და 30 წუთზე კანადა გამოაქვეყნებს უმუშევრობის დონეს და დასაქმებულთა რაოდენობას. ჩვენი აზრით, USD/CAD-ის წყვილი გამორჩეულად აქტიურია მსგავსად გასული კვირის ნონფარმის გამოცხადების დროს და გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ.