ფასი - ქართული ღვინის პრობლემა
ფასი - ქართული ღვინის პრობლემა
16 აპრილი / 2014
ქართული ღვინო რომ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, მისი ფასი უნდა შემცირდეს.

მაღალი ფასები ყურძენსა და ლოგისტიკაზე ორი მთავარი ფაქტორია ყველა სხვა დაბრკოლებათა შორის, რაც ქართული ღვინის ფასს ზრდის და მის კონკურენტუნარიანობას ამცირებს მსოფლიო ბაზარზე - ასე ფიქრობს თეო იანსენი, ღვინის ექსპერტი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინსტროდან, რომელიც ქართული ღვინის ნიდერლანდების ბაზარზე შესვლას უწყობს ხელს.

იანსენი ქალაქ დიუსელდორფში 23-25 მარტს გამართულ ტრადიციულ საერთაშოროსო გამოფენა „პროვაინ 2014“-ს ქართულ სტენდზე ესწრებოდა, სადაც bpn-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართული ღვინო შეაფასა და მისი მარკეტინგის პრობლემებზე ისაუბრა.

- ქართული ღვინო უკვე 14 წელია „პროვეინს“ ესწრება. როგორ შეაფასებდით მის მიღწევებს, სად დგას დღეს ქართული ღვინო?

- ჩემი ყურადღება ქართულმა ღვინომ ჯერ კიდევ 1992-93 წლებში მიიქცია იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ღვინის სამშობლოდან, აქვს უნიკალური ღვინოები და საკუთარი ჯიშების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დღეს უამარავი კარგი ღვინოა ბაზარზე გაცილებით იაფად, რაც ქართულ ღვინოს პრობლემებს უქმნის, იპოვოს თავის ნიშა [მსოფლიო ბაზარზე]. ეს ნიშა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ და მხოლოდ თავისი უნიკალურობის, საკუთარი ჯიშების შენარჩუნებით. ცოტა უფრო რბილი, დასალევად ადვილი ღვინო უნდა დააყენოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიღოთ ხელი საკუთარი ყურძნის ჯიშებზე - ეს არის ის, რისთვისაც მომხმარებელი იყიდის ქართულ ღვინოს, რადგან ის განსხვავებულ გემოს სთავაზობს. ბაზარზე ჯერ კიდევ არის მოთხოვნა გამორჩეული ღვინის მოყვარული მომხმარებლის მხრიდან, ვინც მეტს იხდის და რაღაც ახლის ძიებაშია. სწორედ ეს არის ქართული ღვინის სამიზნე ჯგუფი - განსაკუთრებით წარმატებული და განვითარებული ქვეყნები იძლევიან ამ შესაძლებლობას. დღეს-დღეობით, ღვინის მწერალთა ძალიან დიდი ინტერესს იწვევს ქვევრის ღვინო, მაგრამ ის გაცილებით ძვირია.

- მაინც რამდენად ძვირია?

- ორმაგი ღირს, ზოგჯერ ხუთჯერ-ექვსჯერ უფრო ძვირიც კი, ვიდრე ჩვეულებრივი კარგი ღვინო, მაგრამ ის შეზღუდულია მოცულობებში. თუმცა, ქვევრი შეიძლება ბაზართან კომუნიკაციის საშუალება გახდეს, იმ მესიჯით, რომ საქართველო არის უნიკალური ღვინის ისტორიის ქვეყანა. ამ თვალსაზრისით, მე ქვევრი ძალიან მომწონს, მაგრამ მას მეტი რეგულირება სჭირდება. დღეს [ბაზარზე] არის ღვინო, რომელიც მხოლოდ ერთი თვე იყო ქვევრში გაჩერებული და ასევე არის ღვინო, რომელიც ერთი წელი იდგა ქვევრში. ხალხმა არ იცის, რას ელოდოს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქვევრის ღვინისგან, არადა ფასები მაღალია და არავინ იცის, სინამდვილეში ეს რა არის. სამომავლოდ, ამ ფაქტორის დარეგულირება კარგი იქნებოდა საქართველოსთვის. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ყველა აღნიშნული დადებითი ფაქტორისა, ხართ განსხვავებული და ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა, მსოფლიოში უამარავი კარგი ღვინოა და მუდმივად მზარდ ფასებს ვერ შეინარჩუნებთ თქვენს ღვინოზე.

- რა იწვევს ასეთ მაღალ ფასს?

- ქართული კომპანიები 3-4-ჯერ მეტ ფასს იხდიან ყურძენში, ვიდრე ვინმე სხვა. ეს უკვე ქმნის პრობლემას. თუ გინდათ, რომ მსოფლიო ბაზარზე გაყიდოთ პროდუქტი, უნდა რეალისტები იყოთ. მეორე საკითხია თვითღირებულების შემცირება ტრანსპორტირებაზე ფასების შემცირებით. საქართველოდან ევროპაში ტრანსპორტირება უფრო ძვირია, ვიდრე ჩინეთიდან ან სამხრეთ აფრიკიდან. ერთი კონტეინერის ტრანსპორტირება საქართველოდან 3-4-ჯერ უფრო მეტი ღირს, ვიდრე ჩინეთიდან, იმიტომ რომ საქართველოდან მიწოდება ნაკლებია და თან შიდა გადაზიდვა ძალიან ძვირია: კახეთიდან ფოთამდე ტრანსპორტირება უფრო ძვირია, ვიდრე მთლიანი კონტეინერის გადაზიდვა სამხრეთ აფრიკიდან ჰოლანდიამდე.

- თქვენ როგორ ხსნით ასეთ სიძვირეს შიდა გადაზიდვაში, საწვავის ფასებია მაღალი?

- მე ვფიქრობ, რომ მონოპოლია არსებობს საქართველოში გადამზიდავ კომპანიებში და ეს ძალიან ცუდია ქართული ღვინის გაყიდვებისთვის.

- ქართული ღვინისთვის მაინც სად ხედავთ სამიზნე ბაზარებს?

- მე ვფიქრობ ევროკავშირში, ფოკუსი უნდა იყოს პოლონეთზე, რადგან ის ჯერ კიდევ მზარდი ბაზარია და თან დიდი თანაგრძნობით არის გამსჭვალული საქართვლოს მიმართ. პოლონეთში ერთ-ერთ სატელევიზო არხზე ასეთი ფრაზაც კი ისმის „იყიდეთ, გეთაყვა, ქართული ღვინო, დაეხმარეთ მათ“. პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან აქტუალურია სურვილი, რომ დაგეხმარონ. პოლიტიკა ძალიან მგრძნობიარეა ასეთ შემთხვევაში.

- რომელი ქართული ღვინოა დასავლეთში ყველაზე პოპულარული?

- ყველაზე პოპულარულია საფერავი, ძალიან დიდი პოტენცია აქვს რომ გახდეს ძალიან მაღალი ხარისხის კარგი ღვინო. მე ასევე ძალიან დიდ რეკლამას ვუკეთებ „ქისის“, რადგან მისი გემო მსუბუქია და მისაღები, თანაც მისი სახელი ადვილი წარმოსათქმელია. მე ვამბობ - „ამბორი [ქისი ინგლისურად იწერება როგორც Kisi, ხოლო kiss ქართულად ითარგმნება როგორც კოცნა] საქართველოდან“. მაგრამ თქვენ აუცილებლად უნდა გამოიტანოთ მეტი ახალი ჯიშები, განსაკუთრებით წითელ ღვინოში. თეთრი ღვინის მხრივ პრობლემა არ მაქვს, უამრავი სახეობაა რომ ვაჩვენო, მაგრამ წითელ ღვინოში პრობლემას ვაწყდები. ვთქვათ, მაქვს ღვინის დეგუსტაცია და ბოლოს ვამბობ, რომ ყველა ეს წითელი ღვინო, რაც წარმოდგენილია არის საფერავი. არადა მომიხდება ვისაუბრო 500-ზე მეტ ყურძნის ჯიშზე [რაც ქართული ენდემური ყურძნის გენოფონდია] და რა სულელური სანახავი ვიქნები ამ დროს. ამიტომაც სულ ვამბობ, რომ მეტი ახალი სახეობა განავითარონ წითელი ღვინის სექტორში.
კომენტარები (2)
17.04.2014
mancho
zustda egrea rsaca es ambobs! me tavad ver vyidulob qartul gvinos ucxoetshi! aq gvinoebi da arc tu cudi 2 eurodan icqeba da rat iqidis ucxoeli gvinos romelic 3magi da meti girs, gasagebia is rac es ambobs qvevri, gvinois pirveli mcaromblebi mara modi da auixseni ucxoles mas xom es ar aintersebs an ki rashi unda aintersebdes vin acarmoa gvino pirvelma da rashi/qvevrshi tu inaxeba
16.04.2014
************
60 თეთრი გადაიხადეს ქართულმა კომპანიებმა 1 კგ რქაწითელში რაც დაახლოებით თვითღირებულების ფასია, მოგება მევენახეებს დაუტოვა მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდიამ, ფასების შემცირება ნიშნავს დარჩენილი ვენახების ამოძირკვასაც.
მსგავსი სიახლეები
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია ”ჯორჯიან ჰერბს” თავის ნაწარმს ექსპორტზე მაროკოსა და საფრანგეთში გაიტანს. კომპანია ძირტკბილას აწარმოებს.
2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შანხაის ვიცე-მერს, ჭოუ ბოს შეხვდა.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თხილის ექსპორტი შემცირებულია.
რომელი პროდუქტი გააქვს საქართველოს ყველაზე ხშირად ექსპორტზე და რომელი პროდუქტებია იმპორტირებული.
საქართველოს სტატისტიკის სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებს აქვეყნებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება თხილის ექსპორტში შემცირება.
ფინანსთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ ლარის კურსი უნდა დასტაბილურდეს და ზემოთ არ უნდა წავიდეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ინდუსტრიული მიმართულებით 191 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბენნ“ შეემატება.
საფეიქრო ინდუსტრიაში დასაქმებული ქართული კომპანიები 4-დან 8 სექტემბრის ჩათვლით მიუნხენში, ბერლინში და ჰამბურგში გამართულ სავაჭრო მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.
რუბრიკის სხვა სიახლეები
19.09.2017
თურქეთში გატარებული ორკვირიანი შვებულებიდან სახლში ვბრუნდებოდით.
სრულად
18.09.2017
საქართველოს ენერგეტიკისთვის ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველი ბუნებრივი გაზით მომარაგებაა - ამის შესახებ ნათქვამია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) კვლევაში.
სრულად
18.09.2017
13 სექტემბრს ჩინეთის ეროვნულმა ინტერნეტ ასოციაციამ განაცხადა, რომ „ ბიტკოინი“ ფულის გათეთრების იარაღად იქცა და ამიტომ ვირტუალური ვალუტების პლატფორმები იურიდიულად უკანონოდ გამოაცხადა.
სრულად
10.09.2017
საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი, ვანო ჩხაიძე საუბრობს:
სრულად
05.09.2017
დავიწყებ Bitcoin-ით. მსოფლიოს ყველაზე დიდმა კრიპტოვალუტამ 1 სექტემბერს მიაღწია თავისი არსებობის მაქსიმუმს და დააფიქსიარა 4915 დოლარი.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708