ფინანსური ბაზრების გასული კვირის მიმოხილვა
ფინანსური ბაზრების გასული კვირის მიმოხილვა
10 ოქტომბერი / 2017
ელექტრონული ვალუტა, ბიტკოინი განაგრძობს გამყარებას.
30 სექტემბერს ჩინეთის სახალხო ბანკმა მომხმარებლებისთვის კრიოპტოვალუტებზე ვაჭრობა შეაჩერა. თუმცა ბიტკოინმა მცირე დარტყმის მიუხედავად ისევ გააგრძელა გამყარება. ნოემბრის მეორე SegWit-ის შემდეგ მოსალოდნელია ბიტკოინის ფასმა კიდევ 40%-ით მოიმატოს და 6000 დოლარიან ნიშნულზე ავიდეს. მთლიანობაში გასულ კვირას BTC/USD-ის წყვილი 4130 დოლარიდან 4530 დოლარამდე ავიდა.

bpn

გასულ კვირას საკმაოდ აქტიური იყო ოქრო. ძვირფასი მეტალი ოთხ კვირიანი დასუსტების შემდეგ შეჩერდა და მცირედით გამყარება დაიწყო. რაც გამოწვეული იყო ამერიკიდან გამოქვეყნებული ნონფარმის გამო.

პარასკევს, 6 ოქტომბერს ამერიკამ ნავარაუდევი 90 ათასის ნაცვლად, ნონფარმი უარყოფითი, -33 ათასი გამოაქვეყნა. ამის ფონზე დოლარმა დასუსტება დაიწყო და ბირჟის მოვაჭრეებმა ინვესტიციები ისევ ეგრეთ წოდებულ უსაფრთხო აქტივში გადაიტანეს. მთლიანობაში ოქროს ფასი 1260 დოლარიდან 1276 დოლარამდე გაიზარდა. 

bpn
გასულ კვირას ნავთობი მკვეთრად დასუსტდა საერთაშორის ბაზარზე. ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ და თავს იკავებენ ნავთობში ინვესტიციებზე, რადგან გაიზარდა საფრთხე მექსიკის ყურეში ტროპიკული ქარიშხალის, "ნეიტის" მოახლოების გამო.

ქარიშხალი შეაფერხებს ნავთობის მიწოდებას, რადგან მექსიკის ყურის სანაპიროზე განთავსებულია ნავთობის და გაზის მოქმედი უმსხვილესი კომპანიები, ხოლო მოახლოვებული ქარიშხლის გამო შეწყდა წარმოება და მუშების ევაკუაცია გამოცხადდა. ამ მოვლენების ფონზე
"ბრენტის" ხარისხის ნავთობის ფასი 57 დოლარიდან 55 დოლარამდე დაეცა, ხოლო აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი 50 დოლარიდან 48 დოლარამდე შემცირდა.

bpn

გასულ კვირას საფონდო ბირჟაც საკმაოდ საინტერესო იყო. იაპონიაში მომხდარი ინციდენტის გამო ინვესტორების ყურადღება ძირითადად გადატანილი იყო ამერიკული ტექნიკის გიგანტ Apple-ზე.

24 სექტემბერს იაპონიაში ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ ახალი iPhone 8-ის დატენვის დროს ბატარეა გაიბერა და ეკრანი ასძვრა. კომპანია აცხადებს, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი ერთჯერადია და არ იქნება მასობრივი ხასიათის. თუმცა ჩვენი აზრით ამ შემთხვევის გამო ეფლის აქციების
კიდევ უფრო დასუსტებაა მოსალ
ოდნელი. ამ დროისთვის კომპანიის აქციების ფასი 155 დოლარია. 

bpn

ფორექსი გასულ კვირას საკმაოდ დატვირთული იყო. აქტიურობით გამოიჩეორდა ავსტრალიური და ამაერიკული დოლარი. სამშაბათს, 3 ოქტომბერს, ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დატოვა იგივე 1.5%. 

თანხმლებ განცხადებაში ბანკის მმართველმა, ფილიპ ლოუმ ისაუბრა ხელფასების ზრდის ნელ ტემპზე და მაღალ საყოფაცხორებო დავალიანებაზე, რამაც ბაზარზე ავსტრალიელის გაუფასურება გამოიწვია ძირითად ვალუტებთან მიმართებაში. საინტერესო წყვილი იყო AUD/USD, რომელიც მთელი კვირა უფასურდებოდა და ჯამში 0.78 753-დან ჩამოვიდა 0.77 310-მდე.
bpn

არანალკებ აქტიური იყო მთელი კვირის განმავლობაში ამერიკული დოლარი. ქვეყანააში მიმდინარე მოვლენების ფონზე. პარასკევს, 6 ოქტომბერს, ამერიკამ გამოაქვეყნა უმუშევრობის დონე და ნონფარმი. 

ამერიკამ უმუშევრობის დონე დადებითი 4.2% გამოაქვეყნა ნაცვლად 4.4%-ისა. მაგრამ სექტემბრის თვეში მძვინვარე ქარიშხლებამ უარყოფითად იმოქმედა ამერიკის ეკონომიკაზე რაც დასაქმებულთა რაოდენობაზე აისახა. ამერიკამ დასაქმებულთა რაოდენობა არასასოფლო სამეურნეო სექტორში გამოაქვეყნა უარყოფითი -33 ათასი ნაცვლად 90 ათასისა. ამ მოვლენების ფონზე დოლარი დასუსტდა. EUR/USD-ის წყვილი 1.16-დან ავიდა 1.17-მდე. USD/CAD-ის წყვილი ჩამოვიდა 1.26-დან 1.25-მდე.

მომზადებულია საფინანსო ბაზრებოს მიმოხილვა შედგენილია სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის, Globex Analytics-ის მიერ
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
"საფინანსო ბაზარზე "შავი გედი" მალე მოფრინდება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, „ეფიქს გრუპის“ მთავარი ანალიტიკოსი ნიკა შენგელია წერს.
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4863 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4863 ლარი შეადგინა
თებერვალში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ახლანდელ ხელმძღვანელს ჯანეტ იელენს ამ პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება.
მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი განბაჟების ახალი ტარიფის დაწესებამაც ვერ შეაჩერა.
”პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის" კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მოგვცემს ეფექტური მექანიზმის დანერგვის საშუალებას, რომ ბაზრიდან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პროდუქცია ამოვიღოთ".
უნგრეთმა შესაძლოა ეროვნულ ვალუტაზე უარი თქვას და ევროზე უფრო ადრე გადავიდეს, ვიდრე ამას ქვეყნის მთავრობა გეგმავდა. ამის შესახებ OTP Bank-ის ხელმძღვანელმა შანდორ ჩანიმ განაცხადა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.47808 ლარი შეადგინა.
„მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“.
საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამა და მისი მიმდინარეობა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილე ტაო ჟანგთან საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა
რუბრიკის სხვა სიახლეები
16.10.2017
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა ბიტკოინი ისევ მყარდება.
სრულად
04.10.2017
საგანმანათლებლო გადაწყვეტილება ერთ-ერთი უმთავრესია ადამიანის ცხოვრებაში. ჯობია, არ იჩქაროთ!
სრულად
03.10.2017
მძიმე სოციალური ფონის პარალელურად, სიღარიბის დაძლევის გზების ძიება მუდამ აქტუალურია.
სრულად
27.09.2017
ბოლო წლებში, საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვა მნიშვნელოვნად, 50%-ზე მეტით შემცირდა. ამის შესახებ, საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია შპს „ტრანსლოგისტიკის” დირექტორი, ჯაბა თარიმანაშვილი აცხადებს.
სრულად
25.09.2017
გასული კვირის დასაწყისში ელექტრონული ვალუტა ცდილობდა გამყარებას.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14660-ე