2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ათი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- სიმინდის ფქვილი - 85.9%-ით
- მარგარინი - 43.8%-ით
- შესქელებული რძე - 43.6%-ით
- ვაფლი კრემით - 42%-ით
- ხორბლის ფქვილი - 41%-ით
- მწვანე ლობიო - 40.5%-ით
- ნამცხვარი - 38.2%-ით
- მანდარინი - 135.1%-ით
- მდოგვი - 135%
- სულგუნი - 33.6%
ინფორმაციისთვის, გასული წლის სექტემბერში, ყველაზე გაძვირებული პროდუქტები ბადრიჯანი, კიტრი და მზესუმზირის ზეთი იყო.