მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ილონ მასკმა 24 საათში 15.5 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. „ბლუმბერგის" მილიარდერების ინდექსის თანახმად, მისმა ქონებამ 1 დღე-ღამეში 6%-ზე მეტით დაიკლო და 4 ოქტომბრისთვის 223 მილიარდს შეადგენს.
წლის დასაწყისიდან დღემდე უმდიდრესი ბიზნესმენის ქონება 47.8 მილიარდი დოლარითაა შემცირებული, თუმცა ახლანდელი კლება უშუალოდ უკავშირდება "ტესლას" აქციების 4 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირებას.
ორშაბათს ელექტრონული ავტომობილების კომპანიამ მესამე კვარტლის პროდუქციისა და მიწოდების ანგარიში გამოაქვეყნა, შედეგები მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა და აქციებიც სწორედ ამის შემდეგ გაუფასურდა 8%-ზე მეტით.
"ტესლას" თანახმად, წლის მესამე მეოთხედის განმავლობაში 365,000 მანქანა იქნა წარმოებული და 343,000 მომხმარებლებზე მიწოდებული, რაც ჩამორჩება ანალიტიკოსების გამოთვლებს, რომლებიც 364,660 მანქანის მიწოდებას ვარაუდობდნენ.
ილონ მასკი პოლიტიკურ შეფასებებს ხშირად აკეთებს. ამჯერად მან რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა გაამჟღავნა და ხმის მისაცემადაც "ტვიტერზე" დადო:
"მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის:
ამ პოსტის შემდეგ მასკი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მას უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა და შემდეგი გამოკითხვა შესთავაზა:
მოგვიანებით ამ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და მოაწყო გამოკითხვა "ტვიტერზე", თუ რომელი მასკი უფრო მოსწონთ, ის რომელიც უკრაინას უჭერს მხარს, თუ ის, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს.