როგორ გამოიყურება თანამედროვე ტიპის არქიტექტურით აშენებული სახლი დიღომში, რომელიც 270 000 დოლარად იყიდება

თანამედროვე, კუთხურ-ხაზოვანი არქიტექტურა და სრულად მოპირკეთებული ეზო - ეს სახლია დიღომში, რომელიც 270 000 დოლარად იყიდება.

როგორც SS.Ge-ზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სახლი დიღომი 1-ის დასახლებაში, ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო ადგილას მდებარეობს. ცენტრალური გზიდან 3 წუთის სავალზე. აღმაშენებლის ხეივნიდან გზა შედის როგორც "ტოიოტას", ასევე "საქალაქო სასამართლოს" მხრიდან.

2-5-1667551561.jpg

განცხადების მიხედვით, მოწყობილია 2 მანქანაზე გათვლილი (40 მ2) პარკინგი დისტანციური მართვის 6 მეტრიანი კარით, რაც საშუალებას იძლევა, ორივე მანქანა ერთდროულად განთავსდეს.

სახლი აგებულია კონსტრუქციული ნახაზის სრული შესაბამისობით წერტილოვანი ტიპის საძირკველზე, ჯეოსტილის არმატურით და ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას ბეტონით. კარ-ფანჯარა დამზადებულია იზოთერმული ალუმინის პროფილით (შავი შავში) კომპანია ALUTECH-ის მიერ.

სახლის საერთო ფართი შეადგენ 225 მ2-ს, დაგეგმილია ერგონომიულობის მაქსიმალური გათვალისწინებით. I სართული: სტუდიოს ტიპის მისაღები, ტექ.ოთახი, სველი წერტილი, ეზოში გასასვლელი ვერანდა. II სართული: 3 საძინებელი და სველი წერტილები: მათ შორის ერთი საძინებელი ე.წ. "MASTER BEDROOM" და მეორე საძინებელი დამატებით საგარდერობო ოთახით.

6-1667545343.jpg

განცხადების მიხედვით, სახლი ვიზუალურად სრულად კეთილმოწყობილია, დასხმულია მოჭიმული იატაკი, შიდა ტიხრები გალესილი პერლიტით, ხოლო გარე ფასადი არმარენოთი დეკორატიულად დამუშვებულია. ვერანდა და საფეხურები მოპირკეთებულია ბაზალტის ქვით. დაგებულია მრავალწლიანი რულონური გაზონი, დამონტაჟებულია გაზონის ავტომატური სარწყავი სისტემა. ყველა კომუნიკაცია შეყვანილი და აბონირებულია.

(R)