„ქართული ოცნება“, „ალტ ინფო“, „ლელო“ - რა მოცულობის შემოწირულობა მიიღეს მიმდინარე წელს პარტიებმა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში პარტიებმა სულ 1 944 073 ლარის შემოწირულება მიიღეს.

9 თვეში ყველაზე მეტი თანხა, 666 000 ლარი (34%) „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დაუგროვდა..TI-ს ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებების აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერაა განხორციელებული. პარტიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, 10 000 ლარი შესწირა პრემიერის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა შესწირა

2022 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებები ასე გამოიყურება:

  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 666 000 ლარი;
  • „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) - 393 611 ლარი;
  • „ლელო საქართველოსთვის“ - 370 600 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 212 907 ლარი;
  • „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 130 484 ლარი;
  • „ელენე ხოშტარია - დროა“ - 63 927 ლარი; „საქართველოსთვის“ - 37 271 ლარი;
  • „ევროპელი სოციალისტები“ - 27 800 ლარი;
  • „ხალხისთვის“ - 15 914 ლარი;
  • „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ - 9 600 ლარი;
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 8 650 ლარი;
  • „თავისუფალი დემოკრატები“ - 5 920 ლარი;
  • „თავისუფალი საქართველო“ - 710 ლარი;
  • „კანონი და სამართალი“ - 600 ლარი;
  • „მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის“ - 80 ლარი;

რაც შეეხება შემწირველთა რაოდენობას:

2-1668607227.jpg

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე თანხების არასწორი დეკლარირებისა და არაფულადი შემოწირულების დამალვისთვის „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 217 000 ლარით დააჯარიმა.

1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე მმართველი პარტიის შემომწირველ ან შემომწირველთან დაკავშირებულ კომპანიას ამავე პერიოდში სახელმწიფო ტენდერი არ მოუგია.

1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე მმართველი პარტიის შემომწირველმა ან შემომწირველთან დაკავშირებულ კომპანიებმა ამავე პერიოდში 2 გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიიღეს.

თამარ მუკბანიანი