თურქეთი საქართველოს სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში 900 000 თურქულ ლირას (ექვივალენტით აშშ დოლარში) გამოუყოფს.
ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინა. დოკუმენტის მიხედვით, 680 000 თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარებში თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან - პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების შესასყიდად გამოიყენება. 220 000 კი მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტს მოხმარდება.
სარატიფიკაციო დოკუმენტზე საპარლამენტო კომიტეტებში მსჯელობენ.