როგორი იქნება სავაჭრო ცენტრი, რომლის აშენებაც „დეზერტირების ბაზრის“ ტერიტორიაზე იგეგმება

„დეზერტირების ბაზრის“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას „თბილისი მოლმა“ მიმართა.

როგორც განაცხადიდან ირკვევა, მიწის ნაკვეთზე მოიაზრება ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.

dez-1675151475.png

„შენობა მიეკუთვნება IV კლასს. შენობა ტემპერატურულ-სეისმური ნაკერით დაყოფილია ორ დამოუკიდებელ, კონსტრუქციულ ნაწილად. ინტერიერში გათვალისწინებულია კომერციული ფართების მოწყობა. ასევე შენობას შუა ნაწილში გააჩნია ატრიუმი,“- აღნიშნულია განაცხადში.

მერიას აღნიშნულ ნებართვაზე ჯერ პასუხი არ გაუცია, ვადა 10 თებერვლამდეა განსაზღვრული.

328335733-879209886695123-8642489268716647069-n-1675151402.jpg

dez-1675151521.png

თაია არდოტელი