რა ჯდება დაკრძალვა საქართველოში

12 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტში და­რე­გის­ტრირ­და კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში კრე­მა­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კი­თხე­ბი უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როს. კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რია "რე­ფორ­მე­ბის ჯგუ­ფის“ თავ­მჯდო­მა­რე, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე.

სა­კი­თხი შე­ე­ხე­ბა კრე­მა­ცი­ის სერ­ვი­სე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­კი­თხის რე­გუ­ლი­რე­ბას. ამით კი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კრე­მა­ცი­ის სერ­ვი­სე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა.

ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი­სა და მისი გუნ­დის მიერ ჩა­ტარ­და კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა და ასე­ვე მომ­ზად­და კონ­კრე­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ კა­ნონ­ში.

როგორც კანონპორექტის ავტორების მიერ მომზადებულ თემატურ მოკვლევაში ვკითხულობთ, დღეს საქართველოში არ არსებობს კრემაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა. მართალია, მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს კრემაციას, თუმცა საკითხის (ნებართვა კრემატორიუმის აშენებაზე, მისი ადგილმდებარეობის განმსაზღველი ნორმატიული ჩარჩო, კრემატორიუმების ტექნიკური სტანდარტები, კერძოდ, ლიცენზირება, ტექნიკური აღჭურვილობა, უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, სანიტარულ-ჰიგიენური ნომრები და სხვ.) დაურეგულირებლობის გამო, კრემაციის მსურველებს ამ სერვისზე ხელი არ მიუწვდებათ.

აღნიშნულ მოკვლევაშია აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სასაფლაოებისათვის გამოყოფილი მიწის ფართობის უმეტესი ნაწილი უკვე ათვისებულია.

„2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით ლიდერობს გორი, რომელსაც სასაფლაოებისათვის გამოყოფილი ტერიტორიების 97% აქვს ათვისებული, შემდეგი არის თბილისი 74%-ით, რომელსაც მოსდევს ზესტაფონი და ზუგდიდი 72% და 70%-ით, შესაბამისად. კრემაციის სერვისის განვითარებას მოყვება სასაფლაოებზე მოთხოვნის კლება, რაც საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ეფექტს წარმოადგენს,“- ვკითხულობთ მოკვლევაში.

sasaflao-miwebi-1686909506.jpg

გარდა ამისა, გამოკვლევის ერთ-ერთი შესწავლის საგანი იყო საქართველოში კრემაციის რეგულაციის საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების შესაძლო ეფექტის შეფასება ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. თუმცა, ხაზგასმულია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული ქვეყანაში არსებული ოფიციალური მონაცემების სიმწირით.

„საქსტატის სტატისტიკური ბიზნეს რეგისტრის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ეკონომიკური საქმიანობის ამ ტიპით „დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები (96.03)“ დაკავებულია 195 ეკონომიკურად აქტიური სუბიექტი, რომელთა უმრავლესობა (30.8%) მდებარეობს იმერეთში, რომელსაც 17.4%-ით მოსდევს თბილისი და 11.8%-ით - აჭარა. ბოლო ადგილს იკავებს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 0.5%-ით.

ამასთან, ტრადიციული დაკრძალვის სექტორის საშუალო მოსალოდნელი წლიური შემოსავლის (USD) შესაფასებლად, გამოყენებული იქნა საკვანძო ინფორმატორთან ინტერვიუს (KII) მეშვეობით შეგროვებული და შპს „ჰერმესის“ ვებ-გვერდიდან აღებული ტრადიციული დაკრძალვის ხარჯებისა და „საქსტატის“ სიკვდილიანობის ოფიციალური მონაცემები.

საქართველოში ბოლო 5 წლის (2017-2021) მანძილზე გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობა გამრავლდა ტრადიციული დაკრძალვის ჯამურ ხარჯზე ცალკე იმ შემთხვევისთვის, როცა ჭირისუფალს არ უწევს სასაფლაოს შეძენა და ცალკე იმ შემთხვევის მინიმალურ და მაქსიმალურ მაჩვენებლებზე, როცა ჭირისუფალს უწევს სასაფლაოს შეძენა და შემდეგ, ამ სამი მაჩვენებლის საშუალო მაჩვენებელი იქნა გამოთვლილი.

dakrzalva-1686909538.jpg

გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ მოცემული რიცხვები არის ის მინიმუმი, რაც არის საჭირო ერთი ადამიანის დასაფლავების რიტუალისთვის. რაც უფრო მაღალი იქნება ჭირისუფლის მოთხოვნილებები და მისი ფინანსური შესაძლებლობები, მით უფრო გაიზრდება ამ თანხების სიდიდეც, მაგალითად მიცვალებულის ჩასასვენებლის, საფლავის მიწის და სასაფლაოს შემდგომი კეთილმოწყობის ღირებულების ზრდის ხარჯზე.

ხარჯების ზრდა განსაკუთრებით დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იქნება საფლავის ადგილი, მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სასაფლაოზე თუ კერძო სასაფლაოს ტერიტორიაზე, რადგან კერძო მფლობელობაში არსებულ სასაფლაოებზე ფასი, მინიმუმ ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე მერიის დაქვემდებარებაში ქვეშ მყოფი სასაფლაოების ფასი,“- ნათქვამია თემატური მოკვლევის დოკუმენტში.

dakrzalva-xarji-2-1686909562.jpg

თაია არდოტელი