თბილისის მერიის თანამშრომელთა სახელფასო თანხების მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში "ლიბერთი ბანკმა" გაიმარჯვა. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქის მერიაში დაადასტურეს. არსებული ინფორმაციით, ტენდერში ექვსი ბანკი მონაწილეობდა. გამარჯვებული ბანკი კი, გუშინ გამოვლინდა.