სახელმწიფო უწყებებში 6 თვეში ხელფასებზე 1,1 მლრდ ლარი გაიცა

სახელმწიფო უწყებებში 6 თვეში ხელფასებზე 1,1 მლრდ ლარი გაიცა, რაც 209 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ჯამურად გაცემულ ანაზღაურებაზე. 2022 წლის 6 თვეში 890,9 მლნ ლარი გაიცა.

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე მეტი ხელფასი, კერძოდ, 282,1 მლნ ლარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, უწყებების, ძირითადად კი სამინისტროების მიერ, 2023 წლის 6 თვეში, თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების შესახებ:

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 16,4 მლნ ლარი
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 1,5 მლნ ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 4,1 მლნ ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 680,785 ათასი ლარი
  • ფინანსთა სამინისტრო - 29,4 მლნ ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 6,7 მლნ ლარი
  • რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 4,9 მლნ ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო - 38,2 მლნ ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 23,4 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 6 მლნ ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო - 48 მლნ ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 282,1 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 30,8 მლნ ლარი
  • განათლების, მეცნიერების სამინისტრო - 25,9 მლნ ლარი
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 31,5 მლნ ლარი

ნინი ქეთელაური