პარასკევს, 22 დეკემბერს ოქროს ფასმა ბოლო სამ კვირაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, რაც გამოწვული იყო დოლარის კურსისა და ობლიგაციების შემოსავალთა დაცემით, რასაც წინ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი უძღოდა. Spot ოქრო 0.8%-ით გაიზარდა და მან 2061.60 აშშ დოლარს მიაღწია უნციაზე, ხოლო აშშ-ის ოქროს Futures, იგივე XAUUSD 1.1%-ით გაიზარდა და მისმა ფასმა 2073.70 დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ოქროს ფასმა ისტორიულ, 2 135-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, რაც გამოწვეული იყო ინფლაციის შემცირებით და შემდგომი შესაძლო სპეკულაციებით.
Kinesis Money-ის ბაზრის ანალიტიკოსი, კარლო ალბერტო დე კაზა Reuters-თან საუბრისას აცხადებს, რომ ოქროს ფასის მიმართ არსებული მოლოდინები კვლავ მეტად პოზიტიურია. არსებობს 2070- დოლარიანი წინააღმდეგობის დონე და კარგ შემთხვევაში, მისი ფასი კვლავ 2130 დოლარს მიაღწევს.
რაც შეეხება სხვა ლითონებს - ერთ უნციაზე, ვერცხლის ფასი 0.4%-ით გაიზარდა და 24.495 აშშ დოლარი შეადგინა. პლატინის ფასი 0.7%-ით, 969.99 დოლარამდე გაიზარდა, პალადიუმი კი 0.7%-ით, 1222.33 დოლარამდე.
აქედან გამომდინარე, ჩამოთვლილი ლითონების ფასმა, ოქროს მსგავსად, ბოლო სამ კვირაში ფასის უმაღლეს ნიშნულს მიაღწიეს.