პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მთავრობამ წელს 4 ქონება უკვე გაყიდა. საუბარია, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, რომელთაგან ყველაზე ძვირად, 34,2 მლნ ლარად, თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაიყიდა.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას წელს გაყიდული ქონებისა და მათი მყიდველების შესახებ:
- თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შპს „იონფაშ ჯორჯიამ“ იყიდა, რაშიც 34 220 000 ლარი გადაიხადა.
- ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩის მიმდებარედ არსებული 15793.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 787 000 ლარად შპს „ქეისიბი ალიანსი“-მ იყიდა.
- რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 2517.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 (ნანგრევი) კომპანიამ „სტარ ბილდინგ 2024“ 709 000 ლარად შეიძინა.
- ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩის N27, N29-ის მიმდებარედ, ასევე, N29-ში მდებარე 1788.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - 174 500 ლარად გაიყიდა. მყიდველია კომპანია შპს „მშენებელი 2023 ზკ“.
შეგახსენებთ, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 2019 წლიდან ახორციელებს.