ნუ გაუბრაზდებით ფულს, დააფასეთ დრო და ნუ შეგეშინდებათ შეცდომების - ეს მსოფლიოს ”ყველაზე ძუნწი მილიარდერის” წარმატების საიდუმლოა.
მულტინაციონალური კონცერნის IKEA-ს დამფუძნებელმა, შვედმა ბიზნესმენმა, 89 წლის ინგვარ კამპრადმა წარმატებული ბიზნესი ორი წლის წინ შვილებს გადააბარა.
მამის წარმატებულ საქმეს კამპრადის სამი ვაჟი ღირსეულად და წარმატებით აგრძელებს. 89 წლის მილიარდერის ქონება ”ფორბსის” ბოლო მონაცემებით, 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
შვედ ბიზნესმენს ძუნწის იარლიყი რამდენიმე წლის წინ მიაკერეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი 32 წელი ერთსა და იმავე სამუშაო სკამში იჯდა, ძველისძველი ”ვოლვოთი” გადაადგილდებოდა, მივლინებებში 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში ჩერდებოდა და ეკონომკლასით მგზავრობდა.
ინგვარ კამპარდის 10 რჩევა
1. ძალიან ვამაყობ ჩემი ძუნწის რეპუტაციით
2. შეცდომებს მხოლოდ მძინარე ადამიანები არ უშვებენ
3. ”იკეა” არ არის იდეალური. ძალიან მაღიზიანებს, როდესაც მსოფლიოში საუკეთესოს გვიწოდებენ, რადგან იდეალურობამდე კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.
4. დრო თქვენი მთავარი რესურსია. სინამდვილეში 10 წუთშიც კი ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლება. დაკარგულ 10 წუთს ვერასდროს დაიბრუნებთ
5. წარმატებული ბიზნესის მთავარი საიდუმლო - უბრალოება და საღი აზრია.
6. მაგიდის პროექტირება, რომელიც 1000 დოლარი ეღირება, ძალიან ადვილია. 50 დოლარად მაგიდის დამზადება კი მხოლოდ საუკეთესოებს შეუძლიათ.
7. მთავარ მენეჯერებად ქალბატონებს ვნიშნავთ, რადგან სახლში ყველაფერს ყოველთვის ქალები წყვეტენ.
8. იყო წარმატებული ლიდერი, ნიშნავს იყო კარგი მაგალითი. ”იკეას” ყველა თანამშრომლისთვის სწორედ მე ვარ მაგალითი. საკუთარი თავისთვის ფულის დახარჯვამდე, ყოველთვის ვფიქრობ, შეძლებდა თუ არა იგივეს ჩემი კომპანიის რიგითი თანამშრომელი.
9. სიტყვა ”შეუძლებელი” სამუდამოდ უნდა გააქროთ თქვენი ლექსიკონიდან.
10. ბედნიერება არა მიზნის მიღწევა, არამედ მიზნისკენ სავალი პროცესია.