21 რჩევა წარმატებისთვის ბრაიან ტრეისისგან

ამერიკელი ბრაიან ტრეისი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია Brian Tracy International-ის პრეზიდენტი და დამფუძნებელია, რომელსაც მსოფლიოს 31 ქვეყანაში აქვს ფილიალი.

მარკეტინგში, ეკონომიკაში, მენეჯმენტსა და ფსიქოლოგიაში ჩატარებული 25-წლიანი კვლევის შედეგად, ბრაიან ტრეისი მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტია ბიზნესის წარმატებით მართვასა და პირადი განვითარების საკითხში. ის ისეთ სახელოვან კომპანიებსა და ბრენდებს უწევს კონსულტაციებს, როგორებიც BMW, IBM, Hayatt Hotels, Ritz Carlton, Toyota, Nissan, Mercedes Benz, Bank of America, Ernst & Young-ი და სხვა ცნობილი მსოფლიო ბრენდებია.

კარიერის განმავლობაში, ბრაიან თრეისიმ 4 500-ზე მეტი სემინარი გამართა მსოფლიოს 500-ზე მეტი კომპანიისთვის, ყოველწლიურად კი მის ლექციებსა და ტრენინგებს 350 ათასი ადამიანი ესწრება. ბრაიან ტრეისი ავტორია ისეთი ბესტსელერების, როგორებიცაა "ჩვევები მილიონ დოლარად", "მაქსიმალური წარმატება", "მართე შენი დრო და გაიორმაგე შედეგები" და სხვა. მისი წიგნები თარგმნილია 20 ენაზე.

გთავაზობთ ბრაიან ტრეისის რჩევებს - მილიონერების წარმატების 21 საიდუმლო

1. იოცნებეთ დიდ ოცნებებზე

2. გამოიმუშავეთ წინსვლის მიმართულების მკაფიო შეგრძნება

3. ჩათვალეთ, რომ მუშაობთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის

4. აკეთეთ ის, რისი კეთებაც გიყვართ

5. საკუთარი თავი მიუძღვენით სრულყოფილებას

6. იშრომეთ უფრო მეტად და შეუპოვრად

7. არ შეწყვიტოთ სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში

8. ანაზღაურება დასაწყისში უხადეთ მხოლოდ საკუთარ თავს

9. შეისწავლეთ თქვენი საქმის ყველა დეტალი

10. მიუძღვენით თქვენი თავი სხვების სამსახურს

11. იყავით პატიოსანი საკუთარ თავთან და სხვებთან

12. დაადგინეთ თქვენი მთავარი პრიორიტეტები და მიზანდასახულად მოახდინეთ მათზე კონცენტრირება

13. შეუქმენით საკუთარ თავს სწრაფი და საიმედო მუშაკის რეპუტაცია

14. მზად იყავით მწვერვალიდან მწვერვალზე ასასვლელად

15. ყველაფერში დაამკვიდრეთ თვითდისციპლინის პრაქტიკა

16. გამოათავისუფლეთ თქვენი თანდაყოლილი შემოქმედებითი შესაძლებლობები

17. ურთიერთობები იქონიეთ სათანადო ადამიანებთან

18. განსაკუთრებული ზრუნვა გამოიჩინეთ საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობის მიმართ

19. იყავით გაბედული და მოქმედებაზე ორიენტირებული

20. არასდროს დაუშვათ, რომ წარუმატებლობა განიხილებოდეს დასაშვებ ვარიანტად

21. გაიარეთ ”დაჟინებულობის ტესტი”