ოქროს ფასმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა. 20 მაისს, თბილისის დროით 14:15 საათზე, ძვირფასი ლითონის ფასმა უნციაზე 2 441 აშშ დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემების თანახმად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, წინა თვესთან შედარებით, ოქროს ფასი 3.61%-ით არის გაზრდილი.
ცნობისთვის, ანალიტიკოსების განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ლითონის ფასები აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ ძირითადი კურსის შემცირებას უკავშირდება.
მათივე მტკიცებით, აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილება საბირჟო ვაჭრობის საინვესტიციო ფონდების მიერ ოქროს შესყიდვების ახალ ტალღას იწვევს.