რა ღირს საცხოვრებელი ბინები თბილისსა და ბათუმში

Recov.ge-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების ფასი შემცირდა. კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 971 დოლარი იყო, გასული წლის ივლისში კი 1 047 დოლარი.

მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წლის ივლისში ბინების ფასი თბილისში 7.3%-ით შემცირდა.

ფასები შემცირებულია ბათუმშიც. უფრო კონკრეტულად, ზღვისპირად ქალაქში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 077 დოლარს შეადგენდა, ხოლო გასული წლის ივლისში 1 145 დოლარს.

Recov.ge-ის კვლევის თანახმად, ბათუმში ბინების გასაყიდი ფასი 5.9%-ით არის შემცირებული.

მერი ტაბატაძე