საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა

საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამაზე მეტყველებს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქსტატის მონაცემები.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ბოლო, ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 243 573 პირი იღებს, საქსტატის სტატისტიკით კი საქართველოში ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 764 759 ადამიანია.

ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, ყველაზე მეტი ბავშვი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, თბილისში ფიქსირდება - 53 724.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ჩამონათვალს რეგიონების მიხედვით, თუ სად რამდენი ბავშვი იღებს სოციალურ შემწეობას:

  • თბილისი - 53 724
  • ქვემო ქართლი - 38 788
  • იმერეთი - 30 115
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 26 870
  • აჭარა - 25 643
  • კახეთი - 23 840
  • შიდა ქართლი - 18 874
  • გურია - 9 120
  • სამცხე-ჯავახეთი - 7 679
  • მცხეთა-მთიანეთი - 6 267
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 653

მთლიანად, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 677 495 ადამიანი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.3%-ია.