ქვეყნები, სადაც ხორცი ყველაზე იაფი/ძვირი ღირს - რომელ ადგილზეა საქართველო?

Numbeo-მ 96 ქვეყნის სუპერმარკეტებში 1 კგ. საქონლის ხორცის ფასები შეისწავლა. კვლევის თანახმად, შესწავლილი ქვეყნებიდან ყველაზე ძვირი 1 კგ. საქონლის ხორცი შვეიცარიაშია და მისი საშუალო ფასი 47.66 დოლარს შეადგენს. პროდუქტი ყველაზე იაფი, 3.85 დოლარი პაკისტანში ღირს.

რეიტინგში საქართველო 66-ე ადგილზე მოხვდა, სადაც 1კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასი მარკეტებში 9.98 დოლარს შეადგენდა. კვლევის თანახმად, საქართველოზე ძვირია ხორცი თურქეთსა და სომხეთში. რეიტინგში თურქეთი მე-10 ადგილზეა (1 კგ. 18.67 დოლარი), ხოლო სომხეთი 41-ე ადგილზე (11.97 დოლარი).

ამასთანავე, საქართველოზე იაფი ხორცი აზერბაიჯანში ღირს. ამ შემთხვევაში 1 კგ საქონლის ხორცის საშუალო ფასი 9.69 დოლარი იყო. რუსეთი კი 7.45 დოლარით 81-ე ადგილს იკავებს.

კვლევის თანახმად, 5 ქვეყანა, სადაც საქონლის ხორცი ყველაზე ძვირია, ასე გამოყურება:

  • შვეიცარია - 47.66 დოლარი;
  • სამხრეთ კორეა - 32.02 დოლარი;
  • ნორვეგია - 27.87 დოლარი;
  • ჰონგ-კონგი (ჩინეთი) – 24.56 დოლარი;
  • ლუქსემბურგი - 21.67 დოლარი.

იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც საქონლის ხორცი შედარებით ყველაზე იაფია, ასეთია:

  • პაკისტანი - 3.85 დოლარი;
  • კენია - 4.75 დოლარი;
  • ნეპალი - 5.7 დოლარი;
  • ინდოეთი - 5.79 დოლარი;
  • უკრაინა - 5.82 დოლარი.

მერი ტაბატაძე