Numbeo 96 ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი გზის ფასების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. რეიტინგში მოცემული ქვეყნები დალაგებულია შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი გზით მგზავრობის საშუალო ფასის მიხედვით.
96 ქვეყანას შორის საქართველო 37 ცენტით 73-ე ადგილზე მოხვდა. რეიტინგის მიხედვით, საქართველოში ძვირი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა თურქეთსა (63-ე ადგილი, 53 ცენტი) და რუსეთშია (71-ე ადგილი, 40 ცენტი).
მონაცემების თანახმად, საქართველოზე იაფია მგზავრობა აზერბაიჯანსა და სომხეთში. უფრო კონკრეტულად, სომხეთში მგზავრობა 26 ცენტი ჯდება (85-ე ადგილი), ხოლო აზერბაიჯანში მგზავრობა 24 ცენტი ღირს (88-ე ადგილი).
აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემების მიხედვით, მგზავრობა ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და 4.13 დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე იაფი ლუქსემბურგშია, სადაც მგზავრობა უფასოა.