საქართველოს 67 ათასამდე მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე

საქართველოს 67 ათასამდე მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს დეპუტატის კითხვის პასუხად.

კერძოდ, უწყების ცნობით, 2024 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება საქართველოს 66 809 მოქალაქე.

სამინისტროს მონაცემებით, აქედან, სრულწლოვანია 65 216, ხოლო არასრულწლოვანი 1 593 პირი.

თაია არდოტელი