მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა. დადგენილება მთავრობამ 2024 წლის 27 აგვისტოს გამოსცა. ამასთან, საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა ქერსა და ქატოზეც.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით საიმპორტო გადასახადი ფქვილზე 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან ეს გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. გადასახადი 2024 წლის 1-ელ მარტამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, თუმცა მოგვიანებით საიმპორტო გადასახადი 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ გადაწყვეტილება ძალაში კიდევ ექვსი თვით დარჩება, გადასახადი კი კვლავ ტონაზე 250 ლარი იქნება.
გარდა ამისა, ფქვილთან ერთად საიმპორტო გადასახადი მოქმედებს ქერსა და ქატოზეც, ფასი ერთ ტონაზე კი 100 ლარს შეადგენს.