„თავი იჩინა დისტრიბუციის პრობლემებმა - აგვისტოში ერთმა კომპანიამ 25000 ლარის ჯარიმა მიიღო პარკინგზე“

„ერთ-ერთი კომპანიის, კონკრეტულად კი „იფქლი დიღომის“ დისტრიბუციის მანქანამ ერთ თვეში არასწორი პარკირების გამო, 25 ათასი ლარის ჯარიმა მიიღო,“ - როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.

„სამწუხარო ტენდენცია წამოვიდა. თავი იჩინა დისტრიბუციის პრობლემებმა, კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიის, კონკრეტულად კი „იფქლი დიღომის“ დისტრიბუციის მანქანამ ერთ თვეში არასწორი პარკირების გამო, 25 ათასი ლარის ჯარიმა მიიღო.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება ჩვენი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომუნიკაციისა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ფორმატში და სხვა ფორმატებშიც ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, რადგან აგვისტოში, რომელიც არც ისე დატვირთული თვეა მოძრაობის მხრივ, ამ ოდენობის ჯარიმა ნიშნავს იმას, რომ სხვა თვეებში ჯარიმის ოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს, არადა პურზე და პირველადი დანიშნულების პროდუქციაზეა საუბარი და მსგავსი დაბრკოლებები არ უნდა არსებობდეს და საჭიროა სისტემური გადაწყვეტა,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ეკა დარჩიაშვილი