Mastercard 2,65 მილიარდ დოლარად Recorded Future-ს ყიდულობს

Mastercard-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ გააფართოვა კიბერუსაფრთხოების სერვისები Insight Partners-ისგან 2,65 მილიარდ დოლარად Recorded Future-ის შეძენის ხელშეკრულებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ Recorded Future-ს ჰყავს 1900-ზე მეტი მომხმარებელი 75 ქვეყანაში, მათ შორის 45 ქვეყნის მთავრობა და Fortune 100 კომპანიის ნახევარზე მეტი, და ხაზგასმულია, რომ შეძენა ხელს შეუწყობს თაღლითობის პრევენციას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შესყიდვა სავარაუდოდ დასრულდება 2025 წლის პირველ კვარტალში.

ნათია ზარიძე