იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 2.4%-ით, ხოლო იმპორტი 3.3%-ით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
კერძოდ, მათი ცნობით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 703.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 4 173.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 2.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10 529.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 3.3 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 6 356.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2 პროცენტია.