აფთიაქი, სალონი - საქმიანობები, რომელიც მაღალმთიან დასახლებებში დაფინანსდება

მთავრობის მიერ დამტკიცებულ „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024 − 2030 წლების სტრატეგია, 2024 − 2026 წლების სამოქმედო გეგმაში“ იმ საქმიანობების ნაწილია ჩამოთვლილი, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა ექნება.

საუბარია, სალონზე, ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრზე, სალონზე, სტომატოლოგიურ კაბინეტზე და ა.შ.

როგორ დოკუმენტში ვკითხულობთ, მცირერიცხოვან, დაცლის პირას მყოფ მაღალმთიან დასახლებაში ბენეფიციარებს შეეძლებათ განახორციელონ არა მხოლოდ მკაცრად კომერციული ბიზნესსაქმიანობა, არამედ კომერციულთან ერთად სოციალური მნიშვნელობის, ინოვაციური ინიციატივებიც.

ამასთან, უპირატესობა მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა ბენეფიციარი მაღალმთიან დასახლებაში 9 ან 6 თვის პერიოდით აპირებს ცხოვრებას და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს მოიპოვებს.

„ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად სახელმწიფო გამოიყენებს მაღალმთიან დასახლებებზე მორგებულ მხარდამჭერ პროგრამას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მაღალმთიანი დასახლებების სამიზნე ტერიტორიების და ბენეფიციართა ასაკობრივი პრიორიტეტიზაცია.

მხარდამჭერ პროგრამაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესპროექტების შესარჩევად გათვალისწინებული იქნება უპირატესობის მინიჭება ახალგაზრდებისთვის და ისეთი მოწყვლადი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის/თემებისთვის, რომელშიც მოსახლეობის კლება და შობადობის დაბალი კოეფიციენტია, 1 000 მოსახლეზე ბიზნესსუბიექტების მცირე რაოდენობაა, აგრეთვე მცირეა დასაქმებულთა რაოდენობა და სასტუმროებისა და ვიზიტორების ნაკლებობაა. ამასთან, მცირერიცხოვან, დაცლის პირას მყოფ მაღალმთიან დასახლებაში ბენეფიციარებს შეეძლებათ განახორციელონ არა მხოლოდ მკაცრად კომერციული ბიზნესსაქმიანობა, არამედ კომერციულთან ერთად სოციალური მნიშვნელობის, ინოვაციური ინიციატივებიც. საბაზისო კომერციული სერვისების შექმნის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ასეთი სერვისების დეფიციტი არ იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრებისათვის. შესაბამისად, მეწარმეობის ხელშეწყობის მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება აგრეთვე, კომერციულად მომგებიანი საბაზისო სერვისების (მაგ.: აფთიაქი, ავტომობილის ტექმომსახურება, სალონი, სტომატოლოგიური კაბინეტი დ ა.შ.) შექმნა-გაფართოება, რომელიც შეიქმნება სამიზნე მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში.

ასეთ ადგილებში გარკვეული უპირატესობა მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა ბენეფიციარი მაღალმთიან დასახლებაში 9 ან 6 (2 000 მეტრზე და მის ზემოთ მდებარე დასახლებებში) თვის პერიოდით აპირებს ცხოვრებას და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს მოიპოვებს.

დაფინანსებული პროექტების მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები და დასაქმებული ახალგაზრდები მასტიმულირებელ როლს შეასრულებენ ამ დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში სხვა ახალგაზრდების მისაზიდად, გაზრდის ინტერესს იქ ცხოვრებისა და ეკონომიკური საქმიანობისთვის,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, შესაბამისი დადგენილება უკვე გამოცემულია.

ნინი ქეთელაური