2024 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა. ამის შესახებ მონაცემებს „საქსტატი“ ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ქორწინების და განქორწინების შემთხვევა თბილისსა და იმერეთში ფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად:
- თბილისი - 2 935 ქორწინება დარეგისტრირდა, 2 298 კი განქორწინება;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 1 002 ქორწინება, 550 განქორწინება;
- გურია - 263 ქორწინება, 210 განქორწინება;
- იმერეთი - 1 522 ქორწინება, 1 091 განქორწინება;
- კახეთი - 786 ქორწინება, 471 განქორწინება;
- მცხეთა-მთიანეთი - 182 ქორწინება, 100 განქორწინება;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 83 ქორწინება, 59 განქორწინება;
- სამეგრელო და ზემო სვანეთი - 893 ქორწინება, 834 განქორწინება;
- სამცხე-ჯავახეთი - 409 ქორწინება, 152 განქორწინება;
- ქვემო ქართლი - 1 205 ქორწინება, 676 განქორწინება;
- შიდა ქართლი - 644 ქორწინება , 418 განქორწინება.