გერმანია ქვეყნის ყველა საზღვართან კონტროლს ამკაცრებს - როდემდე იმოქმედებს შეზღუდვა

16 სექტემბრიდან გერმანიის მთავრობა ქვეყნის ყველა საზღვართან კონტროლს გაამკაცრებს. მიზეზი საზოგადოების ისეთი საფრთხეებისგან დაცვაა, როგორიცაა ისლამური ექსტრემიზმი.

Reuter-ი წერს, რომ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეზერის ინფორმაციით, კონტროლი თავდაპირველად 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, უარი უთხრას ქვეყნის საზღვარზე მოსულ მიგრანტებს.

”ჩვენ ვაძლიერებთ შიდა უსაფრთხოებას და ვაგრძელებთ მკაცრ ზომებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ,” - განაცხადა ფეზერმა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ევროკომისიას და მეზობელ ქვეყნებს დაგეგმილი კონტროლის შესახებ უკვე შეატყობინა.

ეკა დარჩიაშვილი