ავსტრალიელ-ბრიტანელი პოპ მომღერლის, კაილი მინოუგის ღვინის გაყიდვები ბრიტანეთში მიმდინარე წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით 25%-ით გაიზარდა და 9.6 მლნ ფუნტს (12,6 მლნ დოლარს) მიაღწია. ინფორმაციას This is Money ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ღვინო, რომელსაც მომღერალი საკუთარი ბრენდით აწარმოებს, „მაღაზიის თაროებიდან პრაქტიკულად გაქრა“.
კომპანია Nielsen IQ-ის ანალიტიკოს ტომ ოუქტონის განცხადებით, „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბრენდი, Kylie სტაბილურად გაიზარდა, იმის მიუხედავად, რომ ალკოჰოლის გაყიდვები შემცირდა.“
ივლისში The Drinks Business წერდა, რომ Kylie Minogue-ის ბრენდის ვარდისფერი ღვინო 2020 წლიდან, ანუ მისი წარმოების ჩაშვების შემდეგ დიდ ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი ღვინოა. ერთი ბოთლის ფასი 7 ფუნტს (9,20 დოლარს) აღემატება.
საკუთარი ბრენდით ვარდისფერი ღვინო კაილი მინოგმა 2020 წლის მაისში, 52 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად გამოუშვა. ღვინოში 80% “კარინიანის,” 20% კი “კაბერნე სოვინიონის” ნაზავი წვენია. ყურძნის ეს ჯიშები სამხრეთ საფრანგეთში მოჰყავთ.
ამჟამად, ღვინო, Kylie Minogue 32 ქვეყანაში იყიდება.
თავად მომღერალი, დაწყებული მიმწოდებლების დამტკიცებითა და მის კონცერტებსა თუ გამოფენებზე ღვინის პოპულარიზაციით დამთავრებული, ბრენდის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს. ამ პერსონალურმა მიდგომამ ძლიერი ბრენდის იდენტობის შექმნასა და მომხმარებლებთან კავშირს ხელი შეუწყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ