ბათუმში ბინების საშუალო ფასი გაიზარდა - ამის შესახებ მონაცემებს „ქოლიერსი“ აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 9%-ით, 1 169 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 16%-ით გაიზარდა და 62 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„ბათუმში 2024 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 7%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2024 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 119 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 10%-ით, კვ.მ.-ზე 1 053 აშშ დოლარამდე გაიზარდა,“- ნათქვამია „ქოლიერსის“ ინფორმაციაში.