რეგულაცია გადავადდა - სადისტრიბუციოები დილის საათებში მოძრაობას, შეზღუდვის გარეშე, წლის ბოლომდე შეძლებენ

სადისტრიბუციო მანქანები, თბილისის ქუჩებში, დილის საათებში შეზღუდვას შეზღუდვის გარეშე წლის ბოლომდე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ე.წ. დიდგაბარიტებიანი ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, სადისტრიბუციო დანიშნულების ავტომობილებზე 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე არ ვრცელდებოდა.

თუმცა, როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მერიასთან მოლაპარაკების შედეგად, ეს ვადა წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.

„დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ეს გადაწყვეტილება გადაიწია, 1-ელ სექტემბერს აღარ შევიდა ძალაში და მიმდინარე წლის ბოლომდე უფლებამოსილი არიან გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდნენ დილის საათებში, როგორც აქამდე იყო, დილის 8 სთ-დან 11 საათამდე შუალედში. ამით ცალსახად ხელი შეგვეწყო, თორემ საკითხი ნამდვილად პრობლემური იქნებოდა“,- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვები 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. შეზღუდვა ძალაშია M3 (ავტობუსი, 5 ტონაზე მეტი), N2 (სატვირთო, 3.5-დან 12 ტონამდე) და N3 (სატვირთო, 12 ტონაზე მეტი) კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში.

ამასთან, აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში ტრანსპორტის დიდი ნაკადებია. კერძოდ, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე; წერეთლის გამზირზე, ვაკე-საბურთალოს ცენტრალურ ქუჩებზე და ა.შ.

რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების

ნინი ქეთელაური