2024 წელს დასვენებისთვის საუკეთესო ქვეყნები და ქალაქები გამოვლინდა

საერთაშორისო ტურისტული სააგენტო Flight Center-მა გააანალიზა 170,000-ზე მეტი მოგზაურის პასუხი ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, კანადადან და დიდი ბრიტანეთიდან, რათა გამოევლინა 10 ყველაზე რეიტინგული ქვეყანა და ქალაქი.

მოგზაურთათვის მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნად პორტუგალია დასახელდა, მოგზაურთა კმაყოფილების საერთო მაჩვენებლით 94%, ხოლო სამხრეთ წყნარი ოკეანის კუკის კუნძულები მეორე ადგილზეა კმაყოფილების მაჩვენებლით 93%-ით.

10 საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში 2024 წელს დასვენებისთვის

1. პორტუგალია

2. კუკის კუნძულები

3. ავსტრალია

4. იაპონია

5. ესპანეთი

6. სინგაპური

7. საბერძნეთი

8. ირლანდია

9. თურქეთი

10. ვიეტნამი

ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა დასავლეთ ავსტრალიის დედაქალაქმა პერტმა, მეორე ადგილი კი ავსტრალიის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ქუინსლენდის დედაქალაქმა ბრისბენმა დაიკავა. მესამე ადგილზე ახალი ზელანდიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუინზტაუნი გავიდა.

10 საუკეთესო ქალაქი მსოფლიოში 2024 წელს დასვენებისთვის

1. პერტი (ავსტრალია)

2. ბრისბენი (ავსტრალია)

3. Queenstown (ახალი ზელანდია)

4. ტოკიო (იაპონია)

5. კრაისტჩერჩი (ახალი ზელანდია)

6. რაროტონგა (კუკის კუნძულები)

7. ბარსელონა (ესპანეთი)

8. მელბურნი (ავსტრალია)

9. რომი (იტალია)

10. ვანკუვერი (კანადა)

როგორც UNIAN იტყობინება, პორტუგალიის რამდენიმე ქალაქმა, გადაჭარბებული ტურიზმის რისკების ფონზე, გადაწყვიტა ტურიზმის გადასახადების გაზრდა, მათ შორის ლისაბონი, პორტო და პოპულარული ალგარვეს რეგიონი.

ნათია ზარიძე