ლარი დოლართანაც გაუფასურდა და ევროსთანაც - მიმდინარე კვირის დინამიკა

ეროვნულმა ვალუტამ მიმდინარე კვირა გაუფასურებით დაიწყო და გაუფასურებით დაასრულა.

9 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6935 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0,14 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს, მისმა კურსმა 2.9752 ლარი შეადგინა. მანამდე მოქმედი კურსი 2.9925 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი მასთან მიმართებით 1,73 თეთრით გაუფასურდა.

10 სექტემბერს ლარმა გაუფასურება განაგრძო და დოლარის კურსი 2.6959 ლარი გახდა. ცვლილებამ 0,10 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც, რომლის კურსი 2.9755 ლარზე დადგინა. შესაბამისად, კურსის ცვლილება 0,03 თეთრი იყო.

11 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. ლარი დოლართან მიმართებით 0,11 თეთრით გაუფასურდა.

ევროს კურსმა კი 2.9786 ლარი შეადგინა. მასთან მიმართებით ლარი 0,31 თეთრით გაუფასურდა.

12 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი გახდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0,14 თეთრით გაუფასურდა.

ევროს კურსი 2.9742 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი მასთან მიმართებით 0,44 თეთრით გამყარდა.

13 სექტემბერს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, დოლარის კურსი 2.6984 ლარზე დადგინდა. დოლართან მიმართებით ლარის კურსი ზუსტად იგივე დარჩა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9939 ლარი გახდა. ლარი ევროსთან მიმართებით მკვეთრად 1,97 თეთრით გაუფასურდა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 0,49 თეთრით და ევროსთან მიმართებით 0,14 თეთრით გაუფასურდა.

ნათია ზარიძე