კურორტი ბეშუმი ბათუმსა და თბილისს ახალი გზით დაუკავირდება - რა ეტაპზეა სამუშაოები?

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კურორტი ბეშუმი ბათუმსა და თბილისს ახალი გზით დაუკავირდება.

„პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 2 ზოლიან გზაზე და ინტენსიური საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო განვითარებულ მეწყრულ უბნებზე.

ხულო-ზარზმის გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს აკავშირებს ბათუმთან და თბილისთან. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია ზარიძე