რა იქნება უკრაინის 2025 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები - პროექტი დამტკიცებულია

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ 13 სექტემბერს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა თავის Telegram არხზე განაცხადა.

„შემოსავლები მოსალოდნელია 2 ტრილიონი გრივნის ოდენობით, ბიუჯეტის ხარჯები კი 3,6 ტრილიონ გრივნაზე იქნება დაგეგმილი,” - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, უკრაინის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოებაა. თავდაცვის ხარჯები სულ მცირე 2,22 ტრილიონ გრივნამდე გაიზრდება.

მეორე პრიორიტეტი, პრემიერის თქმით, სოციალური უზრუნველყოფაა. ბიუჯეტიდან სოციალური დაცვისთვის 400 მილიარდ გრივნაზე მეტი, ხოლო სუბსიდიებზე 211 მილიარდი გრივნა გამოიყოფა.

მესამე პრიორიტეტი რეგიონებისა და ბიზნესის მხარდაჭერაა.

შმიგალის განცხადებით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2025 წლისთვის „მიზნად ისახავს უკრაინის გადარჩენისა და გამარჯვების უზრუნველყოფას“.

ნათია ზარიძე